მომდევნო თვეში Netflix-ის ახალი მინი-სერიალის – Halston-ის პრემიერა შედგება, რომელიც ამერიკული მოდის ლეგენდის, როი ჰალსტონის, პირად ცხოვრებასა და კარიერას მიეძღვნება. სერიალში მთავარ როლს ევან მაკგრეგორი შეასრულებს, რომელიც მაყურებელს დიზაინერის როლში მოევლინება. პირველი კადრები Netflix-მა პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე გაავრცელა.

© Netflix

გარდა ამისა, ცნობილი ხდება იმ მსახიობების ვინაობა, რომლებიც ჰალსტონთან დაახლოებულ პირებს განასახიერებენ. მათ შორის ვხვდებით: Krysta Rodriguez-ს Liza Minnelli-ის როლში, Rebecca Dayan-ს, როგორც Elsa Peretti-ს და Gian Franco Rodriguez-ს, რომელიც ჰალსტონის ხანგრძლივ პარტნიორ Victor Hugo-ს წარმოაჩენს.

Ryan Murphy-ის პროდიუსერობით და Daniel Minahan-ის რეჟისორობით გადაღებული ნამუშევრის ხილვა 14 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

© Netflix

ოფიციალურ ტრეილერი ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა Netflix მსახიობების ფოტოებს გვიზიარებს იმ ადამიანების როლებში, რომლებსაც სერიალში თამაშობენ. კადრები ენდი უორჰოლის პოლაროიდებით არის შთაგონებული.

© Netflix