ედისონ რაე ამერიკელი ტიკ-ტოკერია, რომელსაც აღნიშნულ პლატფორმაზე 70 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

@addisonre

Mickey Mouse & I are celebrating the @disney x @americaneagle holiday collection the only way we know how…dancing! #aepartner

♬ Disney x AE Holiday 2020 – addison rae

Launchmetrics-ის ახლადგამოქვეყებული მონაცემებით, ედისონთან თანამშრომლობამ კომპანია American Eagle-ს 4.26 მილიონ დოლარიანი მოგება მოუტანა. Launchmetrics-მა შეიმუშავა ახალი მაჩვენებელი, Media Impact Value (MIV), რომელიც ინფლუენსერებისა და კომპანიების თანამშრომლობით გამომუშავებულ თანხას ითვლის.

E! Online

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში. ყველაზე პოპულარული ვიდეო გახდა Disney x AE-ს პრომო ვიდეო, რომელმაც 45 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და $673,761+ გამოიმუშავა. მეორე ყველაზე პოპულარულმა ვიდეომ, რომელშიც ედისონი დედასთან ერთად არის $613,865 გამოიმუშავა, ხოლო მესამე ვიდეომ, რომელშიც ედისონს AE-ს ჯინსის შარვალი აცვია – $284,017.