ბრიტანული ვოგის მთავარი რედაქტორი, ედვარდ ენინფული ჟურნალ Time – ს 2020 წლის სექტემბრის ნომრის ყდაზეა. მოდის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი შავკანიანი მამაკაცი, გამოცემასთან ახალ ინტერვიუში, თავის ბავშვობას, კარიერას და იმ ცვლილებებს შეეხო, რომლებიც გასულ 2 წელში ვოგის სათავეში განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ედვარდი მოდის ბიბლიის 26 საერთაშორისო გამოცემაში, პირველი შავკანიანი მთავარი რედაქტორია.
ედვარდმა British Vogue – ს მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე ალექსანდრა შულმანი შეცვალა. რასობრივი, ეთნიკური მრავალფეროვნების ნაკლებობის გამო, შულმანის ვოგი ხშირად ხდებოდა კრიტიკის საფუძველი. შულმანის 25 წლიანი მმართელობის განმავლობაში, ბრიტანული ვოგის ყდაზე ფერადკანიანი ქალი ყდაზე მხოლოდ 12-ჯერ დაიბეჭდა. 2015 წლის თებერვალში, ჯორდან დანი მოხვდა ვოგის ბრიტანული ვოგის ყდაზე. გასულ 12 წელში, ჯორდანი იყო პირველი შავკანიანი მოდელი გამოცემის გარეკანზე.
ბრიტანულ ვოგში გახმაურებული დებიუტის და 20-ზე მეტი ნომრის შემდეგ,მოდის ინდუსტრიაში აქტიურად საუბრობდნენ ედვარდზე, როგორც ამერიკულ ვოგში ანა ვინტურის შემცვლელზე. Time – ს ახალ ინტერვიუში,ედვარდმა გავრცელებულ ჭორებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
Time 2020 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს 22 სექტემბერს დაასახელებს.

