ჯიჯი ჰადიდი 1995 წლის 23 აპრილს ლოს-ანჯელესში,ამერიკაში დაიბადა. დღეს ტოპ მოდელი 24 წლის გახდა. ჯიჯის დაბადების დღესთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ ტოპ მოდელის 10 ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას ქრონოლოგიურად:

1.კონტრაქტი ნომერ პირველ სამოდელო სააგენტო აიემჯი მოდელსთან, 2013 წელი.

Getty Images

2.თანამშრომლობა კარინ როიტფელდთან და როიტფელდის ხელშეწყობით ტომ ფორდის კონტრაქტი, 2014 წელი.

3.პირველი ბიუთი კონტრაქტი მეიბელინ ნიუ-იორკთან, 2015 წელი.

4. პირველი გადაღებები სტივენ მეისელთან და 2 მნიშვნელოვანი ყდა: Vogue Italia & W Magazine, 2015 წელი.

5. დებიუტი ვიქტორია სეკრეტის 2015 წლის შოუზე.

Getty Images

6. დიდი ოთხეული: ამერიკული, პარიზის, ბრიტანული და იტალიური ვოგის ყდები, 2016 წელი.

7. წლის საერთაშორისო ტოპ მოდელის ჯილდო, 2016 წელი.

8. პირველი კონტრაქტი კარლ ლაგერფელდთან და დონატელა ვერსაჩესთან, 2016 წელი.

9. შემოქმედებითი კოლაბორაციები: Tommy Hilfiger x Gigi, Vogue Eyewear x Gigi, Maybelline x Gigi, 2017 წელი.

10. არაბული და ჰონგ-კონგის ვოგის სადებიუტო გარეკანები, 2017-19 წლები.