Versace promises I will Dolce Vita!


„თუ ეჭვობ, ჩაიცვი ვერსაჩე,“ ვარსკვლავების სტილისტების ცნობილი და გამართლებული ხრიკია. და მაინც, ძალიან იშვიათია ცნობილი ადამიანი, რომელიც იმდენად ასოცირდება ვერსაჩეს მოდის სახლთან (დონატელას ხელმძღვანელობის პერიოდში) როგორც ლედი გაგა. გაგა დონატელას მუზა და ბრენდის წამყვანი ელჩია, რომელიც მხოლოდ წითელ ხალიჩაზე არ ჩნდება ვერსაჩეს კაბებით. ლედი გაგა მოხვედრილია ბრენდის სარეკლამო კამპანიებში, მისი სიმღერები კი ვერსაჩეს ჩვენებებს მუსიკალურად აფორმებს.

Getty Images
Walk, Walk Fashion Babe!

სარეკლამო კამპანიებთან და ჩვენებების საუნდტრეკების შექმნასთან ერთად, გაგას ტოპ მოდელის ამპლუაშიც ხშირად ვხედავთ. 2011 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ლედი გაგამ პარიზში მუგლერის ჩვენება დახურა.

2016 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ლედი გაგა მარკ ჯეიკობსის პოდიუმზეც ვიხილეთ, როგორც მოდელი.

Getty Images

God Save McQueen

ბევრი ვარსკვლავი ვერ დაიკვეხნის ალექსანდრ მაკქუინის ბრენდთან ასოცირებას ისე, როგორც ლედი გაგა. მიუხედავად იმისა, რომ ლედი გაგას პოპულარობის შემდეგ მაკქუინს დიდი ხანი არ უცხოვრია, გაგამ მაინც მოახერხა, რომ მაკქუინის ესთეტიკის მატარებელიც გამხდარიყო.

Nick Knight’s shoot for the September 2010 issue of Vanity Fair

Lady Gaga x Tom Ford

რამდენ სელებრითს შეუძლია თქვას, რომ ტომ ფორდის სარეკლამო კამპანია მუსიკალურ ვიდეო რგოლად წარადგინა? ბევრს ნამდვილად არა.

Tiffany & Co

ოსკარის წლევანდელ დაჯილდოებაზე ლედი გაგას ჩაცმულობამ ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია. ვარსკვლავი ტიფანის 30 მილიონ დოლარად შეფასებული ბრილიანტის ყელსაბამით გამოჩნდა. 128 კარატი ბრილიანტი ბოლოს ოდრი ჰეპბერნს ეკეთა, როდესაც 1961 წელს ფილმი საუზმე ტიფანისთან (Breakfast at Tiffany’s) გამოვიდა.

Getty Images

2016 წელს ლედი გაგა ვიქტორია სეკრეტის შოუშიც ვიხილეთ

Celine by Hedi Slimane

2018 წელს ლედი გაგა იყო მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელმაც ედი სლიმანის სელინის პროდუქტი მოირგო. მოდაში 2018 წელს ედის სელინი ყველაზე დიდი განხილვის თემა იყო. ლედი გაგა კი ვარსკვლავი, რომელმაც მოდის ყველაზე პრობლემური დიზაინერისგან დიდი პატივი მიიღო.

Haute Couture

ხორცის კაბიდან ვალენტინოს კუტიურამდე, ლედი გაგას შეუძლია გარდასახვა და ეს ერთ-ერთი მიზეზია,თუ რატოც არის ის მოდაში ასეთი პოპულარული და გავლენიანი ვარსკვლავი.

Vogue

ვერ იქნები მოდის აიქონი, თუ მოდის ბიბლია არ გაქვს დამშვენებული. ლედი გაგა დაბეჭდილია ვოგის სექტემბრის ყდაზე. სექტემბერი კი ყველაზე მნიშვნელოვანი ნომერია. 2012 წლის სექტემბრის თვე ვოგისთვის რეკორდული იყო, რადგან 916 გვერდისგან შედგებოდა.