YSL Beauty-მ ახალ სახედ გრემის მფლობელი ბრიტანელი მომღერალი, დუა ლიპა დაასახელა. დუა ლიპას სან ლორანის სუნამოს სარეკლამო რგოლში ვიხილავთ. მომღერალმა თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია საკუთარი ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა.

23 წლის ასაკში დუას გრემის 2 ჯილდო აქვს, იუთუბზე მისი სინგლის (New Rules) ნახვები მილიარდს აჭარბებს. ის ყველაზე ახალგაზრდა მომღერალია, ვინც ეს შეძლო. ამ ყველაფერთან ერთად, ინსტაგრამზე 30 მილიონზე მეტი გამომწერით, დუა აკმაყოფილებს სან ლორანის ვარსკვლავურ სტატუსს. სან ლორანის კონტრაქტი მომღერლისთვის სილამაზის ხაზთან პირველი თანამშრომლობაა.

YSL Beauty