პარიზის მოდის კვირეულზე, ბელგიელმა დიზაინერმა სტუმრებს ახალი კოლექცია წარუდგინა, რომელიც ფრანგ კუტიურიესთან, კრისტიან ლაკრუასთან ერთად შექმნა.
დრის ვან ნოტენი, ნებისმიერი მოდის მოყვარულისთვის ეს სახელი და გვარი დამოუკიდებლადაც ბევრის მთქმელია, თუმცა დრის ვან ნოტენი ერთიანდება კრისტიან ლაკრუასთან , შესაძლოა იყოს ბოლო სეზონების ერთადერთი კოლაბორაცია, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე კარგად გაყიდული პროდუქტი და რამდენიმე თვიანი ხმაური Hypebeast-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ლაკრუას სახელი ივ სან ლორანის, კრისტობალ ბალენსიაგას, კრისტიან დიორის და კუტიურიების პირველი თაობის სხვა ლეგენდარული წარმომადგენლების გვერდით ნაკლებად ცნობილი და აღიარებულია, არავინ დაობს მის ბრწყინვალე ნიჭსა და გავლენაზე, რომელიც ახალ თაობაზე აქვს.
სწორედ ლაკრუას ბრენდის მემკვიდრეობა, ხშირად ზედმეტად გადატვირთული ფორმების, ფერების ზეიმი შეიმჩნევა ალესანდრო მიკელეს გუჩის კოლექციებში და თანამედროვე ოტ კუტიურის ყველაზე დაფასებული დიზაინერის, ვალენტინოს შემოქმედებითი ხელმძღვანელის, პიერპაოლო პიჩოლის ხელწერაში.
დრისის გენიალურობა კი იმაშია, რომ ის იდეალური სიზუსტით იყენებს ფერებს, პრინტებს, ძვირფას ნაჭრებს, თუმცა ამავდროულად გვთავაზობს კომფორტულ და ადვილად სატარებელ ტანსაცმელს. ამ მხრივ ვან ნოტენი და ლაკრუა ერთმანეთისთვის შექმნილები ნამდვილად არ არიან, რაც კიდევ უფრო გასაოცარს ხდის ფაქტს, თუ როგორ კარგად და ჰარმონიულად აქვთ დაბალანსებული ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხედვა და გემოვნება.
დრის ვან ნოტენი გაზაფხული/ზაფხული 2020 x კრისტიან ლაკრუა







კოლექცია სრულად – Dries Van Noten S/S 2020