ლეგენდარულ ამერიკელ დიზაინერს, დონა კარანს კორონავირუსი დაუდასტურდა, მას შემდეგ, რაც “ფაიზერის” ვაქცინის პირველი დოზა მიიღო. კარანი პირველად 27 იანვარს აიცრა, ამის შესახებ დიზაინერმა საკუთარ ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ამერიკული მოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე ვირუსით უკვე დაინფიცირებული იყო.
72 წლის დონა კარანი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძო მკურნალობა. როგორც მისი ახალი ინსტაგრამ პოსტებიდან ვიგებთ, ახლა დიზაინერი თავს კარგად გრძნობს.