დონატელა ვერსაჩე ვერსაჩეების მოდის იმპერიას სათავეში 1997 წლიდან უდგას. მას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა თავის ძმასთან, ჯანი ვერსაჩესთან. დონატელას ხშირად ჯანის ქალ ალტერ-ეგოდაც კი მოიხსენიებენ.

1997 წელს ჯანი საკუთარი სახლის წინ მოკლეს. ამის შემდეგ, მოდის სახლის მართვა დონატელამ გადაიბარა. მან პირველი კოლექცია 1998 წლის გაზაფუხლის სეზონზე წარადგინა. 2008 წელს, დონატელამ CFDA Awards-ზე საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო მიიღო, ხოლო 2018 წელს, იგივე დაჯილდოებამ “Fashion Icon”-ის სტატუსიც მიანიჭა.

დონატელა ვერსაჩე
ლეგენდარული დიზაინერის დაბადების დღის აღსანიშნად გავიხსენოთ დონატელა ვერსაჩეს ცნობილი და საკამათო გამონათქვამები:

მოდაზე:

”კომფორტული მოდა რას ნიშნავს? კომფორტულად ყოფნა მოდის ლექსიკონში ვერ იქნება. თუ კომფორტულად ყოფნა გინდა სახლში დარჩი პიჟამაში გამოწყობილი.”

ანა ვინტურის გამონათქვამზე, რომ ”არმანი ცოლს აცმევს, ვერსაჩე კი საყვარელს”:

”დიახ, როლების განაწილება მიყვარს. საყვარლები უფრო ერთობიან, ვიდრე ცოლები.”

გლამურზე:

”ყოველთვის გლამურზე ვფიქრობ. დილით ვიღვიძებ და უკვე გლამურზე მეფიქრება.”

მამაკაცის საჭიროებაზე:

”დღეს რატომ უნდა სჭირებოდეთ ქალებს მამაკაცები? სიძლიერის, დეტერმინაციის და დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად ნამდვილად აღარ. მამაკაცები მხოლოდ სასიყვარულო რომანებისთვის და ფიზიკური რელაქსაციისთვის არიან საჭიროები.”

სექსზე:

”სექსი ყველა ქალს მოსწონს. თუ ვინმეს არ მოსწონს, შეუძლიათ თერაპევტს მიაკითხონ.”

მაღალი ქუსლების სიყვარულზე:

”დაბლები არასოდეს მაცვია. როდესაც ვიცვამ ყოველთვის ვეცემი! ერთადერთი დაბალძირიანი ფეხსაცმელი, რომელსაც ვფლობ ჩემი კედებია. მას სპორტდარბაზში ვიცვამ, შავთან და ბრილიანტებთან.”

თავის თმის ფერზე:

”არც კი ვიცი ჩემი ბუნებრივი თმის ფერი რომელია. ბუნებრივი? რა არის ბუნებრივი? რას ნიშნავს? არ მჯერა ბუნებრივობის. ჩემთვის ბუნებრივობა რაღაცით ბოსტნეულს უკავშირდება.”

როგორ ჩაიცვამდა ღმერთთან შესახვედრად:

”მაღალქუსლიანებს ჩავიცვამდი, დარწმუნებული ვარ ღმერთს ნანახი არ აქვს.”

თავის სწრაფ ბუნებაზე:

”შენელებისთვის დრო მხოლოდ სიკვდილის მერე დგება.”