სულ მალე, დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფორმალურადაც აღარ იქნება. 2021 წლის 20 იანვარს, ის და მელანია ტრამპი თეთრ სახლს დატოვებენ. ამ პერიოდის განმავლობაში, ადმინისტრაციული საკითხების გადაბარების მნიშვნელოვანი ეტაპი მიმდინარეობს. თუმცა, როგორც ჩანს, ასეთ დროს ტრამპმა მოიცალა, რომ თავისი ყურადღება მოდის პრესაზე გაემახვილებინა. მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ოთხი წლის განმავლობაში, მოდის არც ერთმა ჟურნალმა მელანია ტრამპის ფოტო ყდაზე არ დაბეჭდა.

25 დეკემბერს, ერთ-ერთმა ამერიკულმა ტენდენციურმა ონლაინ მედია პლატფორმამ – Breitbart News-მა ტვიტერზე გამოაქვეყნა მელანია ტრამპის ფოტოები, პოსტის აღწერაში მოდის პრესა უარყოფით კონტექსტში იყო მოხსენიებული – “მოდის პრესის ელიტარულმა სნობებმა ამერიკის ისტორიაში ყველაზე ელეგანტური პირველი ლედი, ოთხი წლის განმავლობაში ყდებზე არ გამოაჩინეს” – დაწერა Breitbart News-მა. დონალტ ტრამპმა აღნიშნული პოსტი საკუთარ twitter-ზე გააზიარა, თუმცა მედიასაშუალებას მელანიას აღმწერი ეპიტეთი შეუსწორა. ტრამპმა საკუთარ მეუღლეს ყველა დროის ყველაზე დიდებული პირველი ლედი უწოდა.

https://twitter.com/realDonaldTrump/status/1342555377951510528?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1342555377951510528%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fwww.businessinsider.com%2Ftrump-slams-fashion-magazines-melania-no-front-pages-unfair-michelle-2020-12

სოციალურ ქსელში ამ ფაქტს განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა. ტრამპის მხარდამჭერები, როგორც მოსალოდნელი იყო, ასევე თავს დაესხნენ მოდის წამყვან ჟურნალებს. ინტერნეტმომხმარებლების დიდი ნაწილი კი, ტრამპის ამ განცხადებას, ძირითადად, სახალისო კომენტარებით შეხვდა. აღსანიშნავია, Instagram-ზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გვერდის Diet Prada-ს პოსტიც, რომელიც, ტრადიციულად სარკასტულობით გამოირჩეოდა.