8 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მონარქი გვირგვინს 7 ათწლეული ატარებდა. სამწუხარო სიახლის გავრცელების შემდეგ, ბრიტანეთის მოდის საბჭომ ლონდონის მოდის კვირეულზე დაგეგმილი ყველა წვეულება გააუქმა. ცვლილებები შეეხება ჩვენებებსაც.
ყველა ჩვენება, რომელიც დედოფლის დაკრძალვის დღეს დაემთხვევა, გადაიდება. თუ გავითვალისწინებთ ლონდონის მოდის კვირეულის ოფიციალურ კალენდარსა და მონარქის გარდაცვალებიდან მის 10 დღეში დაკრძალვის ტრადიციას, ცვლილება შეეხებათ შემდეგ ბრენდებს: Margaret Howell, Nensi Dojaka, 16Arlington, Rejina Pyo, David Koma, Halpern, Abigail Ajobi, Yuhan Wang, Simone Rocha, Tove, Erdem, Stefan Cooke & Richard Quinn.
ლონდონში 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდის კვირეული 16 – 20 სექტემბერს არის დაგეგმილი.