ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში Vogue Runway-ზე 1990-იანი წლების რამდენიმე ისტორიული ჩვენების ფოტოები გამოქვეყნდა. მათ შორის არის Yohji Yamamoto-ს 1998 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის პრეზენტაცია, რომელიც 1998 წლის 14 მარტს პარიზში გაიმართა.

ჩვენების გამორჩეული დეტალი იყო ბოლო ლუქი, რომელიც ჯოდი კიდმა მოირგო. ის წარმოადგენდა მე-19 საუკუნის პროპორციების მქონე მასიურ საქორწინო კაბას, რომელიც მრავალმხრივ უჩვეულო და საუცხოო იყო. „როგორც მან [იოჯიმ] თქვა, მას-მარკეტის განსაზღვრულ მოდის ცნებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის „გაზვიადებული და სულელურია,“ –  წერდა The Daily Telegraph.  

1998 წელს სალი ბრემპტონმა The Guardian-ისთვის მომზადებულ სტატიაში აღნიშნა: „პატარძალი პოდიუმზე იმდენად დიდ კრემისფერ ქვედაბოლოში გამოწყობილი დაეშვა, რომ წინა რიგში ჟურნალისტები კალთის ქვეშ მოექცნენ და ნახეს თუ როგორ იყო მის წელზე ჯოხებ გამოშვებული ბამბუკის გალია შემობმული. ოთხ კაცს მაღლა აღემართა „ჩემი მშვენიერი ლედისეული“ ქუდი, რომელიც მის თავზე თოვლის ნამქერივით ფარფატებდა.“

წლების შემდეგ ჯოდი კიდმა, რომელსაც კაბის ქვეშ Dr Martens-ის ჩექმები ეცვა, The Guardian-ისთვის გაიხსენა თუ რა უთხრა იოჯიმ, როდესაც თავისი ჩვენებისთვის პატარძლობა შესთავაზა: “”შენ ყველაზე ძლიერი მოდელი ხარ, რომელიც გვყავს, მინდა, რომ პატარძალი იყო.” მიღებული გამოცდილება კი ასე დაახასიათა: “გასაოცარი, შემაძრწუნებელი მომენტი იყო, როდესაც ყველა ჩემი ქვედაბოლოს ქვეშ მოექცა. უცნაური კიდევ ის გახლდათ, რომ პოდიუმის ბოლოს დანახვა არ შემეძლო, რადგან კაბა 4 ფუტი სიგანის იყო.”

Yohji Yamamoto შემოდგომა/ზამთარი 1998

© Vogue Runway / Condé Nast Archive