გასული წლის ივლისში Sacai-ის Chitose Abe-მ Jean Paul Gaultier-სთვის შექმნილი თავისი კოლექცია წარადგინა, რაც პირველი ეტაპი იყო იმ კოლაბორაციების სერიისა, რომლის დაწყებაც პირველად 2020 წელს დაანონსდა. დიზაინერ ჟან პოლ გოტიეს მოდიდან წასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მისი დაფუძნებული ბრენდისთვის Haute Couture კოლექციებს ყოველ სეზონზე სხვადასხვა დიზაინერი შექმნიდა. მიწვეული დიზაინერების მთავარი ამოცანა ფრანგული მოდის სახლის კოდების თავიანთი ხელწერით განახლებაა, რასაც პირველ ჯერზე აბემ თავი წარმატებით გაართვა. ამ სეზონზე კი ამ საპატიო, ამავდროულად, საპასუხისმგებლო დავალების შესრულება Diesel-ისა და Y/Project-ის კრეატიულ დირექტორს, Glenn Martens-ს, დაეკისრა.

Jean Paul Gaultier-ის პრეზენტაციამდე ერთი კვირით ადრე გამართულ Y/Project-ის ჩვენებაზე პირველი წარმოდგენა უკვე შეგვექმნა თუ როგორია მარტენსის თვალით დანახული JPG. ბელგიელმა დიზაინერმა თავის ახალ კოლექციაში გამოიყენა პრინტები, რომლებიც ოთხმოცდაათიანი წლებიდან გოტიეს ხელწერად იქცა. ადამიანი სხეულის გრაფიკული კონტურები Y/Project-ის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის გამორჩეული დეტალია.

© Vogue Runway

ჩვენება მომავალში იმითაც დაგვამახსოვრდება, რომ პოდიუმზე გოტიეს შემოქმედებასთან დაკავშირებული პრინტით სამოსი დიზაინერმა Olivier Theyskens-მაც წარადგინა. “შოუზე გამოსვლა გლენმა შემომთავაზა. მას ვიცნობ და მიყვარს. ჩვენ ერთ არეალში ვმუშაობთ, ამასთანავე ორივე ბელგიიდან ვართ,” – აღნიშნა თეისკენსმა Vogue-თან საუბრისას.

Olivier Theyskens

© Vogue Runway

Glenn Martens-ის Jean Paul Gaultier-ის შექმნილი კოლექციის ჩვენება პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულის ფარგლებში მოდევნო კვირაში, 26 იანვარს არის დაგეგმილი.