1993 წელს ისეი მიაკემ “Pleats Please” ხაზი წარადგინა, რომლისთვისაც სპეციალურ დაპატენტებულ პროცესს იყენებდა, რომლის შედეგიც მუდმივი ნაკეცების მქონე ტანსაცმელი იყო, რომელიც ფორმას სველი თუ მშრალი რეცხვის შემდეგაც არ კარგავდა. სამი წლის შემდეგ „ნაკეცების მეფემ“ თავის ბრენდში მიწვეული არტისტების სერია წამოიყო. მისი ნაკეცებიანი სამოსი ოთხი სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენელი თანამედროვე არტისტის ტილოდ იქცა. მათ შორის იყო Cai Guo Qiang.

სერიის მეოთხე და საბოლოო კოლაბორაციის ფარგლებში, 1998 წელს ჩინელმა არტისტმა მიაკეს სამოსზე ჩინეთის კულტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოს, დრაკონის, გამოსახულებების შექმნაზე იმუშავა, რისთვისაც მან თოფის წამალი და ქვები გამოიყენა.

Yasuaki Yoshinaga

© Miyake Design Studio

ციანმა დიზაინერის თეთრ ნაკეცებიან სამოსზე დრაკონის გეომეტრიული ფორმები განათავსა და ქვებით დაამაგრა. მათზე თოფის წამალი დაყარა, ცეცხლის წაკიდების შემდეგ კი რამდენიმე წამში ქსოვილზე სასურველი ფორმებიც ამოიწვა.

წარმოებისთვის მიღებული გამოსახულებები ისეი მიაკეს კაბებზე ციფრულად დაიპრინტა და ასეთი სახით გამოვიდა გაყიდვაში.