უნდა ვაღიაროთ, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, არავინ ელოდა, რომ მოდის ინდუსტრიაში ვინმე საკუთარ მომენტს შექმნიდა. მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ვკითხულობთ სიახლეებს ფინანსურ კრიზისში აღმოჩენილ ბრენდებზე და მყიდველების გარეშე დარჩენილ დიზაინერებზე, Schiaparelli არის ბრენდი, რომელიც განსხვავებულ რეალობაში მოექცა. ეს იტალიური მოდის სახლი შესაძლოა იყოს ერთადერთი, რომლის ხელახალი აღმავლობის პერიოდად 2020 წელს ვასახელებთ.
„სკიაპარელი იყო თანამედროვეობის ოსტატი, მისი საქმე ირეკლავდა ქაოსს და იმედს, რომელიც იმ ტურბულენტურ ეპოქაში სუფევდა, რომლის დროსაც ელსას მოუწია ცხოვრება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოველშემთხვევაში მაშინ, როდესაც ვიწყებდი, იყო ელსა (სკიაპარელის) გონებაში შეღწევა, როდესაც ის მუშაობდა და მისი ეპოქის გააზრება. სწორედ ასე მივედი იმ განცხადებამდე, რომელიც დასაწყისში გავაკეთე, ეს არის იდეა იმის შესახებ, რომ დიზაინს ქმნი სამყაროს დასასრულისთვის,“ – დენიელ როუზბერი, Schiaparelli-ს შემოქმედებითი დირექტორი.
2019 წელს, ამერიკელი დიზაინერი ბრენდში მივიდა ფილოსოფიით, რომ მას უნდა შეექმნა სამოსი სამყაროს დასასრულისათვის, თვეების შემდეგ კი, მსოფლიოს პანდემია დაატყდა თავს და მოდის ინდუსტრიის არსებობაც, იმ ფორმით, როგორსაც მას საუკუნეებია ვიცნობთ, დასრულდა. როუზბერი წინასწარმეტყველი არ არის, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მზად აღმოჩნდა ტურბულენტური მომენტისთვის. შედეგად, დიზაინერი, რომელიც სულ რაღაც 3 წლის წინ, უმუშევარი იყო, ახლა მაღალი მოდის ვარსკვლავად გვევლინება.
თვალი გადავავლოთ სკიაპარელის მნიშვნელოვან მომენტებს გასულ 3 თვეში:
Lady Gaga ასრულებს აშშ-ის ეროვნულ ჰიმნს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე, სკიაპარელის კოსტიუმში.
Haute Couture კოლექცია, რომელსაც ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა.
Kim Kardashian-ის საშობაო კოსტიუმი სკიაპარელისგან.
ქარდი ბი Billboard-ის ყდაზე სკიაპარელის ლუქით.
ქეით ბლანშეტი სკიაპარელის Couture კაბით.
„ოქროს გლობუსის“ 2021 წლის გამარჯვებული, დრამატულ სერიალში საუკეთესო მსახიობი ქალი, ემა კორინი Critics Choice Awards -ზე სკიაპარელის ოტ კუტიურ სამოსში.
სინტია ერივო ლეგენდარული მუსიკოსის, არეთა ფრანკლინის შესახებ გადაღებული ნამუშევრის, ‘Genius: Aretha’-ს პრემიერაზე, სკიაპარელის ოტ კუტიურ კოლექციით.
Noah Cyrus სკიაპარელის კაბით, გრემის 2021 წლის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე.
„გრემის“ 63-ე ცერემონიაზე ბიონსე გახდა არტისტი, რომელსაც ყველაზე ბევრჯერ აქვს გრემის პრესტიჟული ჯილდო მიღებული. ისტორიულ საღამოზე მუსიკოსს სკიაპარელის შავი კაბა და აქსესუარები ამშვენებდა.
ახალი Ready-To-Wear 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია.
პოლონური ვოგის 2021 წლის აპრილი/მაისის ნომერი. ყდაზე, ტოპ მოდელ, კონსტანტს იაბლონსკსის სკიაპარელის Haute Couture კაბა აცვია.
“Fashion Icon”-ის ჯილდოს მფლობელი მსახიობი და ტელეწამყვანი, ტრეისი ელის როსი NAACP Image Awards-ის დაჯილდოებაზე, სკიაპარელის სამოსში.