დენიელ ლის მიერ Bottega Veneta-ს შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობის დატოვება გასული კვირის ყველაზე გახმაურებული სიახლეა. მიუხედავად ხანმოკლე მოღვაწეობისა, ინგლისელი დიზაინერის შემოქმედებიდან მაინც შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე გლობალურად წარმატებული ნივთი. დენიელის პირველი ცნობილი დიზაინი ხელჩანთა “Pouch Bag” გახდა. გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ მოდელმა ყველა ცნობილი ფეშენისტას გარდერობში დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი.

თვალი გადავავლოთ დენიელ ლის 6 ყველაზე ცნობილ დიზაინს Bottega Veneta -ს შემოქმედებითი დირექტორის ამპლუაში:
ჩანთა – “Pouch Bag”
ფეხსაცმელი- “The Lido Sandals”
ფეხსაცმელი- “The Puddle Boots”
ფეხსაცმელი- “Stretch Pumps”
ჩანთა – “The Cassette Bag”
ჩანთა – “Jodie Bag”