22 მაისს ნიუ-იორკში Balenciaga-ს ჩვენება გაიმართება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც დემნა თავის კოლექციას პარიზის გარეთ წარადგენს.
Demnagram-ის გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრებმა მოსაწვევის სახით უკვე მიიღეს “ბალენსიაგას დოლარები,” რომლებზეც მითითებულია შოუს გამართვის დრო და ადგილი.
“ის არ წარმოადგენს ლეგალურ საგადასახადო საშუალებას და მისი გამოყენებით შეუძლებელია რაიმე სახის გადახდის განხორციელება,” – აღნიშნულია მოსაწვევზე.
ფრანგულის მოდის სახლის 2023 წლის გაზაფხულის კოლექციის პრეზენტაცია უოლ სტრიტის 11 ნომერში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მოეწყობა.