ამერიკულმა მოდის საბჭომ 2021 წლის დაჯილდოვების ნომინანტებისა და საპატიო ჯილდოების სია გაავრცელა. დაჯილდოება ნიუ-იორკში, 10 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიება ფიზიკურ ფორმატს უბრუნდება მას შემდეგ, რაც ის 2020 წლის 14 სექტემბერს Runway360-ს პლატფორმაზე ციფრულ ფორმატში ჩატარდა.
Balenciaga-ს დემნა გვასალია წლის ქალის სამოსის საერთაშორისო დიზაინერის კატეგორიაშია ნომინირებული. ამავე კატეგორიის ნომინანტები არიან: მიუჩია პრადა და რაფ სიმონსი Prada-სთვის, სიმონ ჟაკმუსი Jacquemus-ისთვის, დენიელ ლი Bottega Veneta-სთვის და პიერპაოლო პიჩოლი Valentino-სთვის.

წლის ქალის სამოსის ამერიკელი დიზაინერის კატეგორიის ნომინანტები არიან კეტრინ ჰოლსტეინი Khaite-სთვის, კრისტოფერ ჯონ როჯერსი, გაბრიელა ჰერსტი, მარკ ჯეიკობსი და პიტერ დუ.
მამაკაცის სამოსის ამერიკელი დიზაინერების კატეგორიის ნომინანტები არიან ემილი ადამს ბოდე Bode-სთვის, ჯერი ლორენცო Fear of God-ისთვის, მაიკ ამირი Amiri-სთვის, ტელფარ კლემენსი Telfar-ისთვის და თომ ბრაუნი.
აქსესუარების ამერიკელი დიზაინერის კატეგორიის ნომინანტები არიან ეშლი და მერი ქეით ოლსენები The Row-ისთვის, ავრორა ჯეიმსი Brother Vellies-ისთვის, გაბრიელა ჰერსტი, სტუარტ ვივერსი Coach-ისთვის და ტელფარ კლემენსი Telfar-ისთვის.
The Row
ამერიკული ახალგაზრდა ტალანტის კატეგორიის ნომინანტები არიან ედვინ თომფსონი Theophilio-სთვის, ელაი რასელ ლინეცი ERL-ისთვის, ჯამილ მოჰამედი Khiry-სთვის, კინეთ ნიკოლსონი და მეიზი შლოსი Maisie Wilen-ისთვის.
მამაკაცის სამოსის საერთაშორისო დიზაინერის ნომინანტები არიან დენიელ ლი Bottega Veneta-სთვის, დრის ვან ნოტენი, გრეის უეილს ბონერი Wales Bonner-ისთვის, რიკ ოუენსი და ვირჯილ აბლო Louis Vuitton-ისთვის.
Dries Van Noten Dries Van Noten Dries Van Noten
ელეონორ ლამბერტის საპატიო ჯილდო ავრორა ჯეიმსს გადაეცემა. გარემოს დაცვისა და მდგრადობის ჯილდო ბრენდ Patagonia-ს გადაეცემა. მედიის საპატიო ჯილდო ნინა გარსიას გადაეცემა, რომელიც Elle-ს მთავარი რედაქტორი და Project Runway-ს ერთ-ერთი ჟიურის წევრია.