3 სექტემბერს ლონდონმა ბრიტანული GQ -ს ტრადიციად ქცეულ დაჯილდოებას უმასპინძლა. საღამოს ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის: დეივიდ ბექჰემი, კაილი მინოუგი, ნიკოლ კიდმანი, ნაომი ქემბელი, ტომ ჯონსი და ჯეიმს ბლანტი. წლის დიზაინერად ინგლისელი კიმ ჯონსი დასახელდა. ჯონსი გასულ წელს დიორის მამაკაცის ხაზის შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა, მას შემდეგ, რაც 7 წელი ლუი ვიტონის მამაკაცის ხაზს ხელმძღვანელობდა. რედაქტორების საპატიო ჯილდო დეივიდ ბექჰემმა მიიღო. საღამოს ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული კლიმატური პრობლემების აქტივისტი გრეტა ტენბერგი გახდა. დაჯილდოების სპონსორი ჰუგო ბოსი იყო,რაც განაპირობებდა სტუმრების ჩაცმულობას. უმრავლესობას ბოსის სამოსი ეცვა.


გამარჯვებულები GQ-ს ყდებზე


ფოტოები დაჯილდოების წითელი ხალიჩიდან

ნიკოლ კიდმანი, ადოა აბოა, რიტა ორტა, კაილი მინოუგი და ელ ფენინგი.

Getty Images Europe

დეივიდ, ვიქტორია და ბრუკლინ ბექჰემები, ტომ ჯონსი, ნაომი ქემბელი & კიმ ჯონსი, ტაირონ ეგერტონი, ჯეიმს ბლანტი.

Getty Images Europe


ვიდეოები დეივიდ ბექჰემი

რიჩარდ მადენი

ნიკოლ კიდმანი და კაილი მინოუგი

კიმ ჯონსი