გავრცელდა NBA-ის 22 წლის ვარსკვლავის,დევინ ბუკერის ახალი ფოტოები, სადაც კალათბურთელს ვეტმანის მაისური აცვია. ჰუდი 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან არის, რომელიც დემნა გვასალიამ საქართველოს მიუძღვნა. Vetements ფრანგული სიტყვაა, იკითხება, როგორც ვეტმან და ითარგმნება, როგორც ტანსაცმელი. Vetements Spring/Summer 2019 – ტანსაცმელი გაზაფხული/ზაფხული 2019. კოლექცია 2018 წლის ივლისში პარიზში იქნა წარმოდგენილი.

Vetements S/S 2019 (Vogue.com)