თანამედროვე კულტურაში, ყოველი წლის იანვარი – მარტი ცნობილია, როგორც დაჯილდოებების სეზონი, რადგან სწორედ ამ პერიოდში იმართება ამერიკაში კინოს და მუსიკის ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებები.

“ოქროს გლობუსი,” “გრემი,” “ოსკარი” – ეს იმ სახელგანთქმული ჯილდოების მცირე ჩამონათვალია, რომელთა მიღება ყველა არტისტისათვის თანაბრად საპატიოა.

წითელი ხალიჩის ფენომენის ზრდასთან ერთად, დაჯილდოებების სეზონმა მნიშვნელოვანი როლი შეიძინა მოდის ინდუსტრიაშიც.

იმ არტისტების გათვალისწინებით, რომლებმაც გასულ წელს გახმაურებული კულტურული პროდუქტი შექმნეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკურენცია 2022 წლის დაჯილდოებების სეზონის სტილის ვარსკვლავის სტატუსისთვის საკმაოდ მაღალი იქნება.


რას უნდა ველოდოთ 2022 წლის დაჯილდოებების სეზონზე:
  • 9 იანვარს გაიმართება “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიალი. ნომინანტებს შორის არიან: ლედი გაგა, კრისტენ სტიუარტი და ნიკოლ კიდმანი.
  • 31 იანვარს “გრემის” მუსიკალურ დაჯილდოებას ვიხილავთ.
  • 8 თებერვალს “ოსკარის” ნომინანტების ვინაობას გავიგებთ.
  • 13 თებერვალს ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოება გაიმართება.
  • 27 თებერვალს ამერიკის კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს მფლობელები გამოვლინდებიან.
  • 27 მარტს გაიმართება ამერიკულ შოუ-ბიზნეზში უძველესი დაჯილდოების ცერემონიალი, მთელ მსოფლიოში ცნობილი, როგორც – “ოსკარი“.