ბრიტანეთის მოდის საბჭო ყოველწლიურად ახალი შემოქმედებითი ტალანტების სიას აქვეყნებს. უკვე მეორედ, სიაში მოხვდა ქართველი ფოტოგრაფი დავით გიორგაძე.

დავითი საპატიო სიაში პირველად გასულ წელს, 100 ყველაზე ინოვაციურ და შთამაგონებელ ახალგაზრდა ტალანტს შორის მოგვევლინა. 2020 წელს ის კვლავ არის ახალი შემოქმედებითი ტალღის ნაწილი, ამჯერად სიის 50 მონაწილეს შორის.

გიორგაძე რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს. მას არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ბრენდთან უთანამშრომლია, რომელთა შორისაც არის: Burberry, Helmut Lang, Saint Laurent, Mugler, GmbH, Nina Ricci და ა.შ. მისი ფოტოები იბეჭდება ისეთ გავლენიან გამოცემებში, როგორებიცაა: CR Man, CR Fashion Book, Another Man, Dazed, INTERVIEW, The Face, Vogue და ა.შ. საქართველოში დავითი აქტიურად თანამშრომლობს ბრენდ Situationist – თან.

ბრიტანული მოდის საბჭოს მხრიდან ახალი შემოქმედების გამოვლენის ინიციატივა პირველად 2018 წელს გაჩნდა და მას შემდეგ მხარდაჭერას უცხადებს სხვადასხვა კრეატიული სფეროს წარმომადგენლებს: მწერლებს, არტისტებს, დიზაინერებს, ფოტოგრაფებს, სტილისტებს და ა.შ.

ბრიტანული ვოგის სიახლეების განყოფილების ხელმძღვანელი ოლივია სინგერი, რომელიც მოდის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სიის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელი პირია, ამბობს:

„ამ წელს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა გაჩნდა მოდაში არსებულ ბარიერებთან დაკავშირებით, დაწყებული იქიდან თუ რამდენად ძვირი შეიძლება იყოს ამ სფეროში საქმიანობის დაწყება, განსაკუთრებით კი ფინანსური არასტაბილურობის დროს, დამთავრებული სისტემური რასიზმით – ამიტომ ახლა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ხმების ხელშეწყობა და მათი აქტიური მხმარდაჭერა.“

2020 წლის შემოქმედების ახალი ტალღა – სრული სია

აქტივისტები, კომენტატორები და მწერლები

Fenn O’Meally @Fenn_Omeally

Kai-Isaiah Jamal @Kai_Isaiah_Jamal

არტისტები

Agusta Yr Gudmundsdottir @IceIceBaySpice

(Chiang) John Yuyi @JohnYuyi

Marlou Fernanda @MarlouFernanda

PZ Opassuksatit @PzToday

Sakeema Crook @SakeemaTheCrook

Sgàire Wood @SgaireWood

ქასთინგი

Arianna Pradarelli @Arianna_Pradarelli

Nicola Kast @Nicola.Kast

შემოქმედებითი ხელმძღვანელები

Betsy Johnson @BetsyJohnson_

Louis Burguet @Louis.Burguet

Yasser Abubeker @YasserHc

თმის, მაკიაჟის და ფრჩხილების არტისტები

Cécile Paravina @CecileParavina

Gemma Smith-Edhouse @GemmaSmithEdhouse

Issac Poleon @IssacVPoleon

Isaac Yu @Isaac_Yu

Janina Zais @JaninaZais

Kalle Eklund @Kalle_Eklund

Kiyoko Odo @KiyokoOdo

Latisha Chong @IAm_TheChong

Patrick Glatthaar @PatrickGlatthaar

Valentina Li @Valentina1121Li

იმიჯ-მეიქერები

Alvaro Beamud Cortes @AlvaroBeamud

Amber Pinkerton @AmberCashmere

Brandon Bowen @Brandon.Bowen

Carlijn Jacobs @CarlijnJacobs

Davit Giorgadze @D.Avit

Elizaveta Porodina @ElizavetaPorodina

Esther Theaker @Esther_Theaker

Gabriel Moses @GabrieloMoses

Huang Jiaqi @Huangjiaq7

Labō Young @LaboYoung

Larissa Hofmann @LarissaHofmann

Luis Alberto Rodriguez @LuisAlbertoRodriguezStudio

Marili Andre @MariliAndre

Megan Winstone @MeganWinstonePhoto

Moyosore Briggs @MoyosoreBriggs

Quil Lemons @QuilLemons

Rafael Pavarotti @RafaelPavarotti_

Scandebergs @Scandebergs

Stephen Tayo @Stephen.Tayo

Trinity Ellis @TrinityEllis

Vasily Agrenenko @Some.Lovely.Filth

პოდკასტერები

Trey Gaskin @HeyHeyTreyTrey

სეტ-დიზაინერები

Furmaan Ahmed @Furmaan.Ahmed

Jabez Bartlett @JabezBartlett

სტილისტები

Flora Huddart @FloraHuddart

Marie Higuchi @MarieHiguchi

Ola Ebiti @OlaOluEbiti