22 წლის ქართველი ფოტოგრაფი, დავით გიორგაძე ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ 100 ყველაზე ინოვაციური და შთამაგონებელი ახალგაზრდა ტალანტის სიაში მოხვდა. ფოტოგრაფების გარდა, სიაში სხვადასხვა დისციპლინების წარმომადგნელბს ვხვდებით: არტისტებს, აქტივისტებს, კომენტატორებს, მაკიაჟისა და თმის სტილისტებს, ფლორისტებს, იმიჯ-მეიქერებს, სეტის დიზაინერებს, სტილისტებსა და მწერლებს. დავითი ბერლინში მოღვაწეობს, თუმცა ქართულ ბრენდებთანაც ხშირად თანამშრომლობს.
“დავითი ცნობილია ფოტოგრაფიისა და კოლაჟების ნახატებთან და სკულპტურებთან კომბინირებით” – ვკითხულობთ ბრიტანული მოდის საბჭოს ოფიციალურ საიტზე – “მისი შემოქმედება პერსონაჟების შესწავლას ეფუძნება. ის იკვლევს მათ კულტურასა და სენსიტივებს, აძლევს ხმას და ხილვადობას ანიჭებს პერსონებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია”.
გიორგაძის შემოქმედებას შეგიძლიათ მისი ინსტაგრამის გვერდით ან ოფიციალური საიტის საშუალებით გაეცნოთ.