გუჩის კრეატიული ხელმძღვანელი ალესანდო მიკელე კვლავ შეპყრობილია ძველი სამყაროთი და ნანგრევებით. ამჯერად ბრენდის 2019 წლის Pre-Fall კამპანია სიცილიაში, სელინუნტის არქეოლოგიურ პარკში გადაიღეს. კამპანია ძველბერძნული სიმპოზიუმის იმიტაციაა, როდესაც ძველ საბერძნეთში ადამიანები ნადიმის შემდეგ იკრიბებოდნენ სიამოვნების მისაღებად , რაც დალევაში, მუსიკის მოსმენაში, სპორტის თამაშსა და საუბარში გამოიხატებოდა. მიუხედავად ასეთი ძველი გარემოსა, კამპანია შთაგონებულია 80-იანების გრანჟით და პანკით, რომლებიც შერწყმულია მიკელეს ჩვეულ, ეკლექტიკურ სტილთან – ნათელი ფერის პიჯაკები, აღმოსავლური სტილის კაბები და ტუნიკები. როგორც ბრენდის ინსტაგრამი იუწყება, ეს კამპანია მიკელეს თანამედროვე ხედვაა ძველი დროის სიმპოზიუმისა. პრესის განცხადებაში კი წერია, რომ კამპანია გამოხატავს, თუ როგორ ხედავს ალესანდრო ‘’კულტურულ შეპირისპირებას’’, როდესაც ისეთ განსხვავებულ ჯგუფებს, როგორებიც არიან პანკები, ბოდიბილდერები და სერფერები, შეუძლიათ ჰარმონიულად თანაარსებობა.

‘’მიკელე ქმნის თავისუფლების ფრესკას, როდესაც ანტიკა აწმყოს მამოძრავებელი ძალა ხდება. გუჩის სიმპოზიუმის თანამედროვე ვერსიაში მეგობრები და შეყვარებულები ხვდებიან, რათა განიხილონ ფილოსოფია, პოლიტიკური პრობლემები, წაიკითხონ პოემები, დაუკრან, ითამაშონ სპორტი და ერთად იცეკვონ,’’- აღნიშნულია პრეს რელიზში.

შეგახსენებთ, გუჩი თავის 2020 წლის კრუიზ კოლექციას რომში წარადგენს. ასევე გავრცელდა განცხადება, რომ გუჩი კაპიტოლიუმის სამხრეთით მდებარე ტარპეის კლდის აღდგენას დააფინანსებს. იხილეთ გლენ ლაჩფორდის გადაღებული ფოტოები კამპანიიდან:

Courtesy of Gucci
Courtesy of Gucci
Courtesy of Gucci
Courtesy of Gucci
Courtesy of Gucci
Courtesy of Gucci
Courtesy of Gucci
Courtesy of Gucci
Courtesy of Gucci
Courtesy of Gucci
Courtesy of Gucci

Courtesy of Gucci

კამპანიის ვიდეო:

გავრცელდა ალექსანდრ მაკქუინის fall 2019 წლის მამაკაცის კოლექციაც. მარტში ბრენდის ამჟამინდელმა დიზაინერმა, სარა ბარტონმა, ქალის კოლექცია წარადგინა, რომლის შესაქმნელად თავის გუნდთან ერთად ჩრდილოეთ ინგლისში იმოგზაურა. დიზაინერი მაკლესფილდში გაიზარდა, სადაც აწარმოებენ ქსოვილებს, რომელიც კაცების პიჯაკის შესაკერად გამოიყენება როგორც ბრიტანეთში, ისე საზღვარგარეთ. მამაკაცის კოლექციაც დიზაინერმა თავისი დაბადების ადგილის, მაკლესფილდის, გავლენით შექმნა. კოლექციაში სხვადასხვა სახის პიჯაკებია წარმოდგენილი. ვხვდებით ყვავილების პრინტებს, კუბოკრულ ნაჭრებს, ნაქსოვ ზედებს, თრენჩს და ტყავს. ბრენდმა იანვარში მამაკაცის მოდის კვირეული გამოტოვა და კოლექცია კატალოგის სახით ახლა წარადგინა.

Photo: Courtesy of Alexander McQueen
Photo: Courtesy of Alexander McQueen
Photo: Courtesy of Alexander McQueen
Photo: Courtesy of Alexander McQueen
Photo: Courtesy of Alexander McQueen
Photo: Courtesy of Alexander McQueen
Photo: Courtesy of Alexander McQueen
Photo: Courtesy of Alexander McQueen
Photo: Courtesy of Alexander McQueen