ბარბერი 38 მაღაზიას დახურავს

მსოფლიოს გარშემო ბარბერი 38 მაღაზიას დახურავს. როგორც ბრენდმა The Guardian-ს განუცხადა, ბრაზილიასა და ესპანეთში მაღაზიები უკვე დახურა. ბარბერის გაყიდვები 5% შემცირდა. რიკარდო ტიშის პირველი კოლექცია ბრენდისთვის გაყიდვაში თებერვლის ბოლოს ჩაეშვა. როგორც ბრენდი იუწყება კოლექცია კარგად იყიდება და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელიან.

CFDA-ის დაჯილდოვებაზე ბარბის პატივს მიაგებენ

ბარბის – როგორც მოდის აიქონის სტატუსი CFDA-მ ოფიციალურად დაადასტურა. დაჯილდოვებაზე, რომელიც 3 ივნისს, ბრუკლინში ჩატარდება, ბარბის სპეციალურ პატივს მიაგებენ, ამერიკულ მოდასა და მსოფლიო კულტურაზე მისი გავლენის გამო. ბარბისთან უთანამშრომლიათ მაღალი მოდის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: ოსკარ დე ლა რენტა, ვერა ვენგი და მოსკინოს ჯერემი სკოტი.

მაგდალენა ფრაკოვიაკი Vogue Paris-სთვის

სელენა გომეზი პუმასთან მეორედ ითანამშრომლებს

მომღერალმა და მსახიობმა, სელენა გომეზმა პუმასთან მეორედ ითანამშრომლა. დეკემბერში პუმამ გომეზთან კოლაბორაციით “Strong Girl” კოლექცია გამოუშვა. ახალი კოლექცია სპორტულ ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს მოიცავს.

“მინდოდა კოლექციაში საკუთარი პიროვნების რაღაც ნაწილი ჩამედო” – სელენა გომეზი

გუჩის კულტურულ მისაკუთრებაში ადანაშაულებენ

იტალიური ბრენდი რასიზმის სკანდალიდან რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ კრიტიკის ქარცეცხლშია. ამჯერად გუჩის კულუტურლი მისაკუთრებისთვის სდებენ ბრალს, რომელიც ინდური ჩალმის მსგავსი თავსაბურის გაყიდვამ გამოიწვია. ერთ-ერთ ონლაინ საიტზე პროდუქტი მთლიანად გაიყიდა. თავსაბური პირველად გუჩის 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებაზე ვიხილეთ, ეს იგივე კოლექციაა, რომელშიც ბალაკლავები იყო წარმოდგენილი რომელიც “blackface”-ად იქნა აღქმული და ამის გამო გუჩი რასიზმში დაადანაშაულეს. ამჯერად აღშფოთება “სიქიზმის კოალიციის” მიერ თვითერზე გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა:

“სიქიზმის ჩალმა მოდური აქსესუარი არ არის, ის წმინდა რელიგიური რწმენის გამოხატულებაა. ვიმედოვნებთ მეტი შეიძლება გაკეთდეს ამ კრიტიკული კონტექსტის გასააზრებლად”

ბრენდს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.