ბარბარა პალვინის, ალექსინა გრეემისა და ლეომი ანდერსონის შემდეგ ვიქტორია სეკრეტმა მეოთხე და საბოლოო ანგელოზად 22 წლის გრეის ელიზაბეტი დაასახელა. გრეისი ვიქტორია სეკრეტთან მანამდეც თანამშრომლობდა – ის ვიქტორიას PINK ხაზის სახე იყო, ახლა კი ანგელოზის ტიტული ერგო. ბრენდში PINK-ის კონტრაქტით დაიწყეს მოღვაწეობა ისეთმა ანგელოზებმაც, როგორებიც არიან ბეატი პრინსლო, ალესანდრა ამბროსიო (ალესანდრამ ბრენდი 2017 წლის შოუს შემდეგ დატოვა) და ელსა ჰოსკი.

გრეისი ვიქტორია სეკრეტის პოდიუმზე პირველად 2016 წლის შოუზე გამოჩნდა, რომელიც პარიზში ჩატარდა. მან პინკის სეგმენტი გახსნა ვარდისფერი ბანტიანი ფრთებით.

Getty Images

გრეისი აქტიურად მოღვაწეობს მაღალ მოდაშიც და ერთ-ერთი გამორჩეული პრინტ მოდელია ახალ თაობაში. 16 წლის ასაკში სააგენტო ნექსთ მოდელთან გააფორმა კონტრაქტი და ისეთმა ბრენდებმა აიყვანეს, როგორებიც არიან გესი და პოლო რალფ ლორენი. გრეისი აქტიურად იღებდა მონაწილეობას მოდის კვირეულებშიც. ის შანელის პატარძალიც კი იყო.

Getty Images

ალექსინა გრეემის ანგელოზად დასახელებას ხალხის დადებითი რეაქცია არ მოჰყვა. კომენტარებში იწერებოდა, რომ ჯობდა გრეისი აეყვანათ. ფანების გამოხმაურება უყურადღებოდ არ დარჩა.

იხილეთ გრეისის პატარა ინტერვიუ,რომელიც დღეს გავრცელებულ სიახლეს ეხება:

Harper’s Bazaar: როდის გაიგე სიახლე და ვინ იყო პირველი ადამიანი, ვისაც უთხარი?

გრეისი: ტულუმში, მექსიკაში ვიყავი არდადგებზე და სანაპიროზე ვიწექი, როდესაც ამაღელვებელი სიახლე შევიტყვეე. დედაჩემს ვუთხარი. მეილი უკვე ენახა და დროს ითვლიდა სანამ დავურეკავდი. როგორც კი ვნახე მაშინვე დავურეკე და ასე მიპასუხა: ‘’გამარჯობა, ჩემი ანგელოზია?’’

Harper’s Bazaar: მათთვის, ვინც არ იცის, რას ნიშნავს იყო ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი – რას ნიშნავს ეს მიღწევა შენი კარიერისთვის?

გრეისი: ყოველთვის ჩემი ოცნება იყო ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი ვყოფილიყავი. როცა მოდელობა დავიწყე სწორედ ეს იყო ჩემი პირველი მიზანი, რომელიც ჩემს აგენტს ვუთხარი. ტრანსფორმაცია პინკის მოდელიდან ბრენდის ანგელოზობოამდე მართლა გასაოცარი იყო. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. აღელვებული ვარ, როდის დავიწყებ ახალი პლატფორმის გამოყენებას, საკუთარი ისტორიები რომ მოვყვე და სხვა ქალებსაც მოვუწოდო მიყვნენ თავიანთ ოცნებებს. კარიერის თვალსაზრისით, ეს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კონტრაქტია მოდაში და სხვა შესაძლებლობებისთვისაც გიხსნის გზას, გარდა ამისა, ბიზნესში ყველაზე საოცარ ქალებთან მომიწევს მუშაობა.

Harper’s Bazaar: კიდევ დაგრჩა რამე, რასაც გინდა მიაღწიო კარიერაში?

გრეისი: ამბიციური ვარ! ჯიმი ფელონის შოუში გამოჩენა გამიხარდებოდა, მეტი ჟურნალის ყდების დამშვენება, კამპანიები, შეიძლება მომავალში მსახიობობაც ვცადო… მოკლედ, ყველაფერი!

Harper’s Bazaar: როგორ აღნიშნე?

გრეისი: უკვე საოცარ ადგილას ვიყავი,ტულუმში ვისვენებდი, როდესაც სიახლე გავიგე. საჩუქარი მივიღე, ლამაზი, თეთრი, ჰაეროვანი კაბა და სანაპიროზე საცეკვაოდ წავედი. არასოდეს დავივიწყებ!

View this post on Instagram

Nights in white satin ✨✨

A post shared by Grace Elizabeth ♡ (@lovegrace_e) on

Harper’s Bazaar: დასაახელე 3 რამ, რაც ხალხმა შესაძლოა შენზე არ იცოდეს

გრეისი: ორიგამი მიყვარს და ძალიან კარგადაც გამომდის. წეროებსა და ბაყაყებს ვაკეთებ. შეპყრობილი ვარ პინგვინებით – 26 ცალი მქონდა, როცა პატარა ვიყავი, რომელიც თამაშში მოვიგე. პატარა რომ ვიყავი სილამაზის კონკურსში მივიღე მონაწილეობა.

გრეისის ყველა გამოსვლა ვიქტორია სეკრეტის შოუზე: