თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციების მიმოხილვისას, ერთ-ერთი სტატია ქართველი დიზაინერების ჩვენებებში გამორჩეული პროდუქტის ნაკლებობას დავუთმეთ. სტატიაში ვწერდი, რომ კოლექციებში აქსესუარებს საკმარისი ყურადღება არ ეთმობოდა, რაც ლუქებს ვერ სრულყოფდა და ყველაზე მთავარი, მთლიანად ამოვარდნილი იყო თანამედროვე მოდის ბიზნესის მოთხოვნებისგან.

გუშინ თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის მესამე დღე გიორგი ქებურიას ჩვენებით გაიხსნა. თითქმის 1 საათიანი ლოდინის შემდეგ, ლიკა რიგვავა პოდიუმზე შავი მართკუთხედის ფორმის, პატარა, თუმცა არა მინიატურული ზომის ჩანთით გამოჩნდა. ჩანთები ბუნებრივად და არა ვულგარულად (მიყიდე!მიყიდე!) მეორდებოდა თითქმის ყოველ მეორე ლუქში, სანამ გიორგის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი მთავარი განაცხადი არ გახდა.

სრულად კოლექციის მიმოხილვას კვირეულების დასრულების შემდეგ შემოგთავაზებთ. მანამდე თვალი გადაავლეთ ქებურიას ახალ კოლექციას, რომელიც თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე გუშინ ვიხილეთ.

გიორგი ქებურია გაზაფხული/ზაფხული 2020 – თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული, 2 ნოემბერი.

Photo: Carlo Scarpato / Gorunway.com
Photo: Carlo Scarpato / Gorunway.com
Photo: Carlo Scarpato / Gorunway.com