ვირჯილ აბლოს გარდაცვალებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, Off White-ის ჩვენება ახალი კრეატიული დირექტორის ხელმძღანელობით გაიმართა. როგორც უკვე ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, Off White-ში ვირჯილი გავლენიანმა ბრიტანელმა სტილისტმა იბრაჰიმ ქამარამ შეცვალა. 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, პარიზში სწორედ იბრაჰიმის სადებიუტო კოლექციას ელოდნენ ყველაზე მეტად. აღნიშვნას იმსახურებენ Victoria Beckham-ის  და Zimmermann-ის ბრენდებიც. ვიქტორიამ ისევე როგორც ნიკი ზიმერმანმა, პირველად გამართეს შოუ მოდის დედაქალაქად წოდებულ პარიზში.


Off White – შემოქმედებითი დირექტორი: იბრაჰიმ ქამარა.

Victoria Beckham – შემოქმედებითი დირექტორი: ვიქტორია ბექჰემი.

Zimmermann  – შემოქმედებითი დირექტორი:  ნიკი ზიმერმანი.