2022 წელი დატვირთული იყო ვარსკვლავური ქორწილებით, რომლებზეც აბსოლუტურად ყველა საუბრობდა, Tiktok-იდან მსოფლიო გამოცემებით დამთავრებული. ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგან, მაგალითად, ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპეზის ქორწილზე საუბარი რომ არ იყოფილიყო, უფრო გასაკვირი იქნებოდა. წყვილი, რომელიც 20 წლიანი დაშორების შემდეგ, კვლავ ერთად აღმოჩნდა, ნამდვილი რომ-კომის სიუჟეტს გავს. გთავაზობთ 5 გახმაურებულ ქორწილს, რომლებიც გასულ წელს ვიხილეთ.
ბრუკლინ ბეკჰემი და ნიკოლა პელცი
წყვილმა პალმ ბიჩზე გრანდიოზული ცერემონიით იქორწინა. სტუმრების სიაში ელტონ ჯონი, მარკ ენტონი, კირნან შიპკა, ევა ლონგორია, რაშიდა ჯონსი, სერენა და ვინეს უილიამსები, გორდონ რემზი და კიდევ ბევრი ცნობილი ადამიანი იყო. პატარძალს ვალენტინოს კაბა ეცვა, რომელიც პიერპაოლო პიჩოლიმ ნიკოლასთვის სპეციალურად შექმნა.
ჯენიფერ ლოპეზი და ბენ აფლეკი
ჯენიფერ ლოპეზს ხელი ბენ აფლეკმა ჯერ კიდევ 20 წლის წინ სთხოვა, თუმცა მაშინ წყვილმა დაშორება გადაწყვიტა. ახლა, ორი ათწლეულის შემდეგ, ბენიფერი კვლავ ერთადაა და ამჯერად ქორწილიც ვიხილეთ. მათ ჯვარი ლას ვეგასში დაიწერეს, ხოლო საქორწილო ცერემონია მოგვიანებით რაისბოროში, ჯორჯიაში გამართეს. პატარძალს რალფ ლორენის კაბა ეცვა.
ქლოი სევინი და სინიშა მაკოვიჩი
“მოდური გოგონები” მსოფლიოს გარშემო დიდი ხანი ელოდნენ ქლოის ქორწილს, და, როგორც ყოველთვის, ქლოიმ ყველა მოლოდინი გაამართლა. მოდის საყვარელ გოგოს 3 კაბა ეცვა: გლენ მარტენსის Jean Paul Gaultier-ისთვის შექმნილი კუტიური, ლუევეს მინი კაბა, და ბოლოს, ქეისი ქადვალადერის მუგლერი.
კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი
ფელინის “La Dolce Vita”-თი შთაგონებული ქორწილი წყვილმა იტალიაში იზეიმა გასულ მაისს. ყველა კარდაშიანს, მათ შორის კორტნის, Dolce & Gabbana ეცვა.
ბრიტნი სპირსი და სემ ასღარი
გასულ ივნისს, ბრიტნის სპირსმა და სემ ასღარიმ მათ სახლში, ლოს ანჯელესში იქორწინეს. ქორწილს დრიუ ბერიმორი, მადონა, სელენა გომეზი, Will.i.am, დონატელა ვერსაჩე და პერის ჰილტონი ესწრებოდნენ. პატარძლის კაბაზე სწორედ დონატელამ იმუშავა.