“ჭორიკანა”-ს პრემიერა CW-ზე 2007 წელს შედგა. მსოფლიო მალევე ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა ახალგაზრდა მილენიალებისთვის ეს პერიოდი საკმაოდ რთული გამოდგა. “ჭორიკანა” ინტრიგებით, ლამაზი სამოსითა და მდიდარი პერსონაჟებით ერთგვარი ესკაპიზმი გახდა მათთვის, ვისაც ცხოვრებაში რთული პერიოდი ჰქონდა. სერენა ვან დერ ვუდსენი, ბლერ უოლდორფი, ჩაკ ბასი და ნეიტ არჩიბალდი თაობის ხატებად იქცნენ და გარდა ამისა, ბევრი ნიუ-იორკული ბრენდის განვითარებას შეუწყეს ხელი. თუმცა, ისევე როგორც ბევრი სხვა თინეიჯერული დრამა, რომელიც 2000-იანების პირველ ათწლეულშია გადაღებული, “ჭორიკანაც” ინკლუზიურობის და მსახიობების ეთნიკური, რასობრივი მრავალფეროვნების ნაკლებობას განიცდის. ორიგინალ სერიალში, ყველა წამყვანი პერსონაჟი თეთრკანიანი და ჰეტეროსექსუალია.

Dazed გაზაფხული 2021 – ფოტოგრაფი: Roe Ethridge

Dazed

HBO Max-ის განახლებულ ვერსიაში, რომელიც წლის ბოლოს გამოვა, ქასთი Gen Z-ს ყველა მოთხოვნას ერგება, ისევე, როგორც კომპანიის ჰიტ სერიალი “Euphoria”, რომელშიც მთავარ როლებს LGBTQ+ და აფრო ამერიკელი მსახიობები ასრულებენ.

Dazed

შოუს შემქმნელი ჯოშუა საფრანი არ ამხელს, თუ რა გზით შედგება კავშირი “ჭორიკანასა” და ზედა ისთ საიდერებს შორის, თუმცა ამბობს იმას, რომ ეს იქნება “თანამედროვე და საინტერესო” მეთოდი. იქნება ეს ტიკ ტოკი თუ ინსტაგრამი, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რაც მთავარია, კრისტენ ბელი ბრუნდება იმისთვის, რომ “ჭორიკანა” გაახმოვანოს. სერიალში მონაწილეობას იღებენ ჯორდან ალექსანდერი ჯულიენ კოლვეის როლში, ემილი ალინ ლინდი ოდრი ჰოუპის როლში, ევან მოკი აკი მენზისის როლში, უიტნი პიკი ზოია ლოტის როლში, ტავი გევინსონი ქეით კელერის როლში.

Dazed

მსახიობებმა Dazed-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრეს, მათ შორის სერიალის Queer პერსონაჟებზე, ორიგინალ სერიალში განვითარებულ ტოქსიკურ ურთიერთობებზე, კომუნიკაციის თანამედროვე გზებზე, გადაღებებზე პანდემიურ რეალობაში და რა თქმა უნდა, მოდაზე.

ემილი ალინ ლინდი ქვიარ საზოგადოებაზე: “ჩვენ ვიღებთ სერიალს 2020 და 2021 წლებში, ჩვენ ამას წარმოვაჩენთ, როგორც ნორმალურ რაღაცას, რასაც შესაძლოა ნებისმიერი მოზარდი წააწყდეს. ეს არ უნდა იყოს რამე ახალი, ამაღელვებელი სასაუბრო თემა, ეს არის რაღაც, რაც უბრალოდ არსებობს. ჩვენ ამას ნორმალიზებას ვუწევთ და არ განვიხილავთ, როგორც რაღაც განსხვავებულს ან ტაბუდადებულს.

უიტნი პიკი ტოქსიკურ ურთიერთობებზე: “ადამიანები უბრალოდ ადამიანები არიან და მათ ნაბიჯებს განსაკუთრებული ახსნა არ სჭირდება, ისევე როგორც “ადამიანი ასე უნდა იქცეოდეს” ნარატივში ჩასმა. ჩვენ ვცდილობთ ჩვენს პერსონაჟებს რაც შეიძლება რეალური სახე მივცეთ.

ემილი ალინ ლინდი კომუნიკაციის თანამედროვე გზებზე: “დღესდღეობით აღარანაირი მისტიკა აღარ არსებობს, ყველამ ვიცით ვინ რას აკეთებს. ჩვენ კავშირებს აღარ ვეძებთ, ჩვენ შეგვიძლია ტელეფონების ეკრანებზე თითის ერთი გასმით გადავწყვიტოთ, მოგვწონს თუ არა ადამიანი. ჩემი აზრით, ეს დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე. მე არ ვამბობ, ცუდია ეს თუ კარგი, თუმცა სერიალში ჩვენ ვეხებით ამ თემას.”

ევან მოკი გადაღებების პროცესზე : ყველაზე მეტად ფრაზების დამახსოვრებაზე ვნერვიულობდი, რადგან გამოცდილება არ მქონდა. ყოველ დღე მოვდიოდი გადაღებებზე ფიქრებით, “რა ჯანდაბას ვაკეთებ დღეს? არაფერი არ ვიცი!” თუმცა ყოველთვის ვცდილობდი მაქსიმუმი გამეკეთებინა და კოლეგებისთვის ხელი არ შემეშალა.

უიტნი პიკი მოდაზე ახალ “ჭორიკანაში”: რა თქმა უნდა, მოდა ორიგინალი სერიალის დიდი ნაწილი იყო, თუმცა მოდა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ერთადერთი, რაც შეიცვალა, არის ის, რომ ადრე სამოსი შთაბეჭდილების მოხდენისთვის გამოიყენებოდა, ახლა კი ჩვენ გვაცვია ის რაც მოგვწონს, რადგან გვსურს ვიგრძნოთ თავდაჯერებულობა.

Dazed გაზაფხული 2021 – ფოტოგრაფი: Roe Ethridge