მოდის პრესა მოიცვა ჭორებმა, რომ LVMH, ლუი ვიტონის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობაზე, ქანიე ვესტს განიხილავს.
ფრანგული მოდის სახლის მამაკაცის ხაზის დიზაინერი, ვირჯილ აბლო, 28 ნოემბერს, სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. აბლოს ქანიე ვესტთან ახლო პროფესიული და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. 2010 წელს, ვირჯილი ქანიეს კომპანიის, DONDA-ს შემოქმედებით დირექტორად დასახელდა. მას შემდეგ, დიზაინერს და რეპერს შორის კოლაბორაციამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სახე მიიღო.
გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით, Louis Vuitton-ის წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებია.