როგორც საერთაშორისო მედია ე.წ. სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, Gucci-ის კრეატიული ხელმძღვანელი, დიზაინერი ალესანდრო (ლალო) მიკელე ბრენდს ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოდის სახლსა და დიზაინერს შორის ხელშეკრულების შეწყვეტის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. მოდის მიმომხილველი გავლენიანი მედია წერს, რომ Gucci ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გაავრცელებს, თუმცა ამ ეტაპზე, მოდის სახლის წარმომადგენლები გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც ანონიმურად დარჩენა მოისურვა, WWD-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ Kering-ის მენეჯმენტმა მიკელეს დიზაინის ცვლილების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა Gucci-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ამ წინადადებას თანხმობით არ შეხვდა.

კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, Kering-ის მფლობელს და აღმასრულებელ დირექტორს, ფრანსუა პინოს ბრენდის კონცეფციის განახლება და ცვლილებები მტკიცედ აქვს გადაწყვტილი.

ალესანდრო (ლალო) მიკელე Gucci-ის შემოქმედებით ხელმძღვანელად 2015 წლის იანვარში დაინიშნა. დიზაინერის შემოქმედებითი მოღვაწეობა ბრენდისათვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. თავისი დამახასიათებელი ხელწერით და მარკეტინგული სტრატეგიის ხედვით, ალესანდრო მიკელემ Gucci-ის ამჟამინდელი იდენტობა შექმნა და ერთ-ერთ ვარსკვლავურ ბრენდად აქცია.