უკვე დიდი ხანია, რაც საერთაშორისო მედიაში ადრეული 2000-იანების საკულტო სერიალის ‘Sex and the City’-ის ახალი ნაწილის გამოსვლის შესახებ სხვადასხვა ცნობები ვრცელდება. მიუხდავად იმისა, რომ სარა ჯესიკა პარკერმა არაერთხელ გააკეთა მინიშნება ამ გეგმების შესახებ, პროექტის განხორციელება მხოლოდ გეგმად რჩებოდა.

საერთაშორისო მედიამ, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ HBO Max სერიალთან დაკავშირებით საბოლოო დეტალებს ათანხმებს და ‘Sex and the City ’ლიმიტირებული სერიების სეზონით  ბრუნდება. ისტორიის გაგრძელება კარგად ნაცნობი გმირების ირგვლივ განვითარდება – ქერი ბრედშოუს, მირანდას და შარლოტს, კვლავ პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი განასახიერებენ. რაც შეეხება სამანტას პერსონაჟს, ის მინი სერიალში, სავარაუდოდ, აღარ გამოჩნდება, რადგან კიმ კეტრელმა დაბრუნებაზე უარი განაცხადა.