კარინ როიტფელდის სუნამოების ახალი კოლექცია ერთი კვირით ნიუ-იორკში გაიყიდება

პარიზის ვოგის ყოფილმა რედაქტორმა, კარინ როიტფელდმა თებერვალში თავისი სუნამოების კოლექციის გამოშვება დაანონსა. მაღაზიაში, რომელიც მოდური ჩვენებების პროდიუსერმა, ეტინ რუსომ შექმნა, მომხმარებლებს შეეძლებათ გარდა სუნამოების ყიდვისა, სხვადასხვა ღონისძიებებს დაესწრონ, მათ შორის სუნამოებზე დისკუსიას, რომელსაც როიტფელდი გამართავს. მაღაზია 5 მაისს გაიხსნება 1 კვირით. სუნამოების შეძენა Net-A-Porter-ზე 6 მაისიდან იქნება შესაძლებელი. ცოტახნის წინ როიტფელდმა თავისი ჟურნალის, CR Runway-ისთვის შოუს გამართვა დაანონსა, ხოლო 3 ივნისს CFDA-ის დაჯილდოვებაზე კარინს Founder’s Award გადაეცემა.

გუჩი ტუჩსაცხის ხაზს გამოუშვებს

იტალიური ბრენდი გუჩი, რომელიც ქერინგის მფლობელობაშია, სილამაზის ხაზს უშვებს, რომელიც ალესანდრო მიკელემ შექმნა. როგორც ბრიტანული ვოგი იუწყება, ბრენდი ჯერ ტუჩსაცხის კოლექციას ჩაუშვებს გაყიდვაში 4 მაისს.

ბობ მაკის CFDA-ის Lifetime Achievement ჯილდოს გადასცემენ

დიზაინერსა და კოსტიუმების შემქმნელს, ბობ მაკის CFDA-ის 2019 წლის დაჯილდოვებაზე Lifetime Achievement ჯილდოს გადასცემენ. მაკიმ კარიერა ჩანახატების შექმნით დაიწყო, ის კოსტიუმებს ქმნიდა ფილმებისთვის, ხოლო შემდეგ სამოსს ისეთი ვარსკვლავებისთვის ქმნიდა, როგორიც შერი და დაიანა როსია. მას შერის შოუსთვის 600-ზე მეტი კოსტიუმი აქვს შექმნილი. ჯილდო ასევე მიღებული აქვთ რიკ ოუენს, ტომ ფორდსა და ნარცისო როდრიგეზს. დაჯილდოვება 3 ივნისს ბრუკლინის მუზეუმში გაიმართებეა.

‘’ბობ მაკი ჩვენი დროის ყველაზე ნაყოფიერი დიზაინერია. ის ნამდვილი ხელოვანი და შოუმენია’’ – განაცხადა სტივენ კოლბმა, CFDA-ის ხელმძღვანელმა.

პიერპაოლო პიჩოლი The Metropolitan Museum of Art-ში ისაუბრებს

ვალენტინოს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, პიერპაოლო პიჩოლი 21 მაისს The Metropolitan Museum of Art-ში ისაუბრებს მოდის ინდუსტრიასა და თავისი კარიერის გავლენაზე. ღონისძიებას 600-მდე ადამიანი დაესწრება. პიერპაოლომ მოდაში მოღვაწეობა ფენდიში მუშაობით დაიწყო, მოგვიანებით ის ვალენტინოში გადავიდა, სადაც მარია გრაცია ქიურთან ერთად ხელმძღვანელობდა ბრენდს. 2016 წელს მარია გრაცია ქიური დიორის შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა, ხოლო ვალენტინოში პიერპაოლო დარჩა. წელს ის ჟურნალმა ”Time” 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დააასახელა.

ჰუგო ბოსმა კაფსულა კოლექციისთვის ლიამ პეინთან ითანამშრომლა

ჰუგო ბოსმა კაფსულა კოლექციის შესაქმნელად ლიამ პეინთან ითანამშრომლა. კოლექცია ლიამის სტილით არის შთაგონებული. კამპანია ფოტოგრაფების დუეტმა, მერთ & მარკუსმა გადაიღო, ხოლო სტილისტი რობი სპენსერია. Hugo x Liam Payne კაფსულა კოლექცია ივლისში, ბერლინის მოდის კვირეულს გახსნის კონცერტითა და პრეზენტაციით.

‘’ვიცოდი, რომ თუ მოდაში რამის გაკეთება მინდოდა ჰუგოთი უნდა დამეწყო. ისინი ისეთ სამოსს ქმნიან, როგორიც ჩემნაირ კაცებს სურთ ჩაიცვან. მოდა ჩემთვის ჰობი იყო, მაგრამ მომწონს შემოქმედებითი პროცესის ნაწილად ყოფნა’’ – ლიამ პეინი

Ph: Hugo