People ადასტურებს, რომ ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი მესამე ბავშვის მშობლები გახდნენ. ბლეიკის ორსულობის შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა, როდესაც წყვილი Pokémon: Detective Pikachu – ს პრემიერაზე გამოჩნდა. ბლეიკმა და რაიანმა ერთმანეთი 2010 წლის ბოლოს, Green Lantern – ს გადაღების დროს გაიცნეს და 2012 წლის სექტემბერში იქორწინეს.
2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი დაშორდნენ. სიახლე საკმაოდ მოულოდნელი იყო გასულ თვეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. კაილი და ტრევისი მშობლები გახდნენ და მათი ოჯახური ცხოვრება საკმაოდ ბედნიერი ჩანდა.
დაშორების შესახებ სიახლეს ბევრი სპეკულაცია მოჰყვა, მათ შორის ჭორები ღალატზე, თუმცა კაილიმ და ტრავისმა გავრცელებული ხმები კატეგორიულად უარყვეს.
ქორწილის შემდეგ, ჯასტინ და ჰეილი ბიბერები სარეკლამო კამპანიაში პირველად გამოჩნდნენ. სავარაუდოა, რომ კელვინ კლაინში ახალი კამპანიის გასავრცელებლად ვარსკვლავური წყვილის ქორწილის გარშემო ატეხილ ხმაურს ელოდნენ.
ჰაიდი კლუმი შეყვარებულია, თუმცა ეს უკვე ვიცით, რადგან 2 თვის წინ მომღერალ ტომ კლაულიცზე იქორწინა. ამჯერად გერმანელმა სუპერმოდელმა ოფიციალური განაცხადი გააკეთა გვარის შეცვლასთან დაკავშირებით.
Mr.& Mrs. Kaulitz.