2019 წლის სექტემბერში ბალენსიაგას მოდის სახლის ჩვენება პარიზის კინო სტუდია Cité du Cinéma – ში გაიმართა. ევროკავშირის სამიტის მსგავსად, ლურჯად მოწყობილ სივრცეში მოდელებმა თავდაპირველად ოფიციალური უნიფორმებით, პოლიტიკოსებით შთაგონებული სამოსი წარადგინეს, პრეზენტაციის ფინალური ნაწილი კი სამეჯლისო, დიდი ფორმის საღამოს კაბებს დაეთმო. მათ შორის იყო ლურჯი ხავერდის კაბა, რომელიც ბიორკმა მიმდინარე “Orkestral” ტურის ფარგლებში მოირგო.
ისლანდიელი მომღერლის სასცენო იმიჯი სახასიათო, მომაჯადოვებელი და ავანგარდულია. მას შეუძლია ბრწყინვალედ გამოიყურებოდეს ერთმანეთისგან განსხვავებული ესთეტიკის მქონე ბრენდების ნამუშევრებში.
ბოლო წლებში ბიორკის მორგებული გახმაურებული კოსტიუმები Tomo Koizumi-ის, Noir Kei Ninomiya-ს, Iris Van Herpen-ს, Balmain-ს, Gucci-ის და სხვა სახელგანთქმულ ან ნაკლებად ცნობილ ბრენდებსა და დიზაინერებს ეკუთვნოდათ. ახლა მისი Balenciaga-ს კაბა გახდა განხილვის საგანი. მასში ის ამჯერადაც შეუდარებლად გამოიყურებოდა.
Balenciaga გაზაფხული/ზაფხული 2020
Björk, 2021 წლის ოქტომბერი, ისლანდია
სტილისტი: Edda Gudmundsdottir