Google -ს 2019 წლის მონაცემებით, ბილი აილიში მსოფლიოში ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო. ამერიკელი მუსიკოსი სადებიუტო ალბომით “When We All Fall Asleep, Where Do We Go?“ თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნის მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა, რასაც მოჰყვა ტრიუმფი გრემის დაჯილდოებაზე. 18 წლის ბილიმ გრემიზე ოთხივე მთავარ კატეგორიაში გაიმარჯვა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც ეს შეძლო.
აილიშის შემთხვევაში განსხვავებული და ინდივიდუალური სტილის უპირატესობა მხოლოდ მუსიკალურ გემოვნებაში და მიმდინარეობაში არ ვლინდება. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ვარსკვლავი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, საუბარი არ წყდება მის ჩაცმის სტილზეც. მაშინ, როდესაც ისეთი ბრენდების დამსახურებით, როგორებიცაა: Vetements, JW Anderson, Balenciaga, Gucci, Off-White, გენდერულად ნეიტრალური და დიდი ზომის სამოსი ტრენდული გახდა, განხილვის საგანი არ უნდა გამხდარიყო მომღერალი, რომელიც ვერსაჩეს ტანზე მჭიდროდ მომდგარ კაბას განიერ სამოსს ამჯობინებს, თუმცა მიუხედავად ტრენდებისა, კარდაშიანებით დომინირებულ პოპ-კულტურაში, საკმაოდ უცხოა ცნობადი სახე, რომელიც სხეულს ფარავს. ბილიმ თავისი სტილის შესახებ არაერთხელ ისაუბრა,მათ შორის მოდის პრესის წამყვან გამოცემებთან.
„არასდროს მინდოდა, რომ ხალხს ჩემს შესახებ ყველაფერი სცოდნოდა. ამიტომ ვიცვამ ტომარასავით სამოსს, მინდა ფენები, ფენები და კიდევ უფრო მეტი ფენები, რომ დაფარული იყოს, თუ რა არის შიგნით. ვერავინ იტყვის როგორი ვარ, როგორი უკანალი მაქვს, რადგან არ უნახავთ“, ამბობს ბილი, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომავალში, ის შეიძლება განსხვავებული სტილით ვიხილოთ. „შეიძლება მომინდეს სხეულის გამოჩენა, შეიძლება მომინდეს უფრო სასურველი გამოვჩნდე? პორნოს არ ვგულისხმობ!მაგრამ ვიცი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ იქნება. ხალხი ჩემზე იტყვის: მის მიმართ ყველანაირი პატივისცემა დავკარგე!“
დღეს მუსიკალური ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავი და Vogue -ს გარეკანის სახე 19 წლის გახდა. თვალი გადავავლოთ ბილის რამდენიმე დასამახსოვრებელ ლუქს.
1/10 – Burberry

2/10 – Louis Vuitton

3/10 – GUCCI

4/10 – Prada

5/10 – Gucci

6/10 – Chanel

7/10 – Burberry

8/10 – Gucci

9/10 – MISBHV, ASOS , BALENCIAGA

10/10 – GUCCI
