ბექჰემებმა ნეტფლიქსთან 20 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმეს. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები იქნება 1997 წლიდან მოყოლებული დღემდე, ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი წყვილის სასიყვარულო ისტორია.

ფილმის თანაპროდიუსერი დევიდის კომპანია Studio 99 იქნება. ფილმში იგეგმება ოჯახის პირადი არქივიდან ვიდეოებისა და ფოტოების ჩვენება, ისევე, როგორც მეგობრებისა და თანაგუნდელების მხრიდან მოგონებების გაზიარება.

ფილმში ასევე დიდ როლს ითამაშებენ წყვილის შვილები, 21 წლის ბრუკლინი, 18 წლის რომეო, 15 წლის კრუზი და 9 წლის ჰარპერი. შეგახსენებთ, რომ ბრუკლინი წელს მოდელ ნიკოლა პელცზე დაინიშნა. ფილმში განხილული იქნება ვიქტორიასა და დევიდის ბიზნეს პროექტებიც, მათ შორის Studio 99 და, რა თქმა უნდა, ვიქტორიას ბრენდი, რომელსაც სამოსის გარდა სილამაზის ხაზიც დაემატა.