თითქმის 4 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ბერტრონ გუიო სკიაპარელს ტოვებს. გუიო ბრენდის კრეატიულ ხელმძღვანელად 2015 წელს დაინიშნა, მისი დებიუტი კი 2015 წლის ოტ კუტიურის ზამთრის სეზონზე შედგა. გუიო
School Of Chambre Syndicale De La Couture Parisienne-ის კურსდამთავრებულია და სკიაპარელში აყვანამდე ვალენტინოში მუშაობდა მარია გრაცია ქიურისა და პიერპაოლო პიჩოლის ხელმძღვანელობის ქვეშ.
სკიაპარელის მოდის სახლის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს დიზაინერს გაწეული სამსახურისთვის.

ბერტრონ გუიო

სკიაპარელის მოდის სახლი იტალიელმა დიზაინერმა, ელზა სკიაპარელიმ დააარსა. კოკო შანელი ელზას მის ყველაზე დიდ მეტოქედ თვლიდა, ხოლო მხატვრები და ინტელექტუალები კი მას მხარს უჭერდნენ, მათ შორის სალვადორ დალიც, რომელთანაც ელზა ხშირად თანამშრომლობდა. ელზა იყო პირველი ოტ კუტიურის დიზაინერი, რომელმაც მაღალი მოდა უფრო მხიარული გახადა. სკიაპარელის მოდის სახლი ელზამ 1954 წელს დახურა. 2006 წელს ბრენდი Tod’s-ის კომპანიის თავმჯდომარემ, დელა ვალემ შეიძინა. მისი დიდების აღსადგენად მან კრისტიან ლაკრუასთანაც ითანამშრომლა. ლაკრუამ ბრენდისთვის 2013 წლის ოტ კუტიურ კოლექცია შექმნა. 2015 წელს სკიაპარელის კრეატიულ ხელმძღვანელად ბერტრონ გუიო დაინიშნა, რომელმაც მარკო ზანინი ჩაანაცვლა.

ბერტრონ გუიო Schiaparelli S/S 2019-ის ოტ კუტიურის ჩვენების ფინალში

დეტალები გუიოს სკიაპარელისთვის შექმნილი ბოლო კოლექციიდან;
გაზაფხული/ზაფხული 2019 ოტ კუტიური