LVMH – ის ყოველწლიური ანგარიშის გაცნობაზე ევროპის ყველაზე მდიდარმა კაცმა, ფრანგმა ბიზნესმენმა, ბერნარ არნომ აქტუალურ თემებზე ისაუბრა.
კარლ ლაგერფელდისადმი მიძღვნილ ჩვენებაზე
“დიდი სევდით გამოვემშვიდობეთ კარლს, რომელიც ბრენდის გული და სული იყო. ეჭვგარეშეა, რომ ეს ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა იყო ბრენდს და დიზაინერს შორის. ივლისში რომში ორგანიზებას გავუწევთ კარლისადმი მიძღვნილ ჩვენებას, ხელახლა შევაქებთ მის შემოქმედებას ფენდის სამშობლოში.”

თუმცა, სულელის როლი გაითამაშა, როდესაც პირდაპირ ჰკითხეს რიანასთან სამომავლო გეგმებზე. როგორც ცნობილია, LVMH-ის მოდის გუნდმა შექმნა კომპანია სახელად Project Loud, როგორც ჩანს, მომღერლის მეექვსე სტიქიური ალბომის გავლენით. LVMH-მა 60 მილიონი ევრო ჩადო კომპანიაში და პრეზიდენტიც დაასახელა, LVMH-ის აღმასრულებელი ჟან-ბაბტისტ ვოიჟინი.
“დიახ, რიანათი დაინტერესებული ვართ. როგორც ვხვდები, თქვენც. არაჩვეულებრივი მომღერალია. თუმცა, გამაოცეთ, ეს სიურპრიზია და მეტს ვერაფერს ვიტყვი”.
ასევე დაადასტურა, რომ დიორის მოდის სახლმა ნამდვილად მიიღო დიდი სავაჭრო სივრცე Champs-Elysées-ის 127-ე ავენიუზე, “ეს პოპაპი იქნება. დროებითი სივრცე, რომელსაც Montaigne-ის ავენიუზე მდებარე ჩვენს ფლაგმანში მიმდინარე სამუშაოებისას გამოვიყენებთ. იმედი მაქვს, როდესაც ჩვენს დროებით სივრცეზე მუშაობა დაიწყება, ყვითელ ჟილეტიანების პროტესტის პრობლემები მოგვარებული იქნება. თუ არა და ცოტა ხნით მოცდა მოგვიწევს.”
თუმცა უარყო ინფორმაცია, რომ LVMH დაუკავშირდა Pucci-ს სავარაუდო მყიდველებს. “ეს სიმართლე არ არის. ბიზნესი არ იყიდება.” ასევე რ დააზუსტა ინფორმაცია Business of Fashion (BoF)-ში LVMH-ის წილთან დაკავშირებით. “ოჰ, ეს ძველი პატარა ინვესტიციაა, რომელიც დიდი ხნის წინ გავაკეთეთ.”

ბერნარმა აპლოდისმენტები მიიღო, როდესაც ერთ-ერთმა მეწილემ შეაქო ნოტრდამის შესაკეთებლად 200 მილიონი ევროს ჯგუფურად გადარიცხვისათვის. “ამ საკითხთან დაკავშირებით, ინტერნეტში ცრუ პოლემიკა იყო. აქედან გადასახადების შემცირება არ მიგვიღია. ცრუ ინფორმაცია იყო. საკმაოდ უსიამოვნოა, როდესაც საფრანგეთში ადამიანს აკრიტიკებენ მაშინაც კი, როდესაც საერთო ინტერესების დასახმარებლად რაღაცას აკეთებს. სამწუხაროდ ეს ფაქტი კრიტიკის ობიექტი გახდა ზოგიერთ ტელევიზიაში, სადაც ტრივიალურობა საზოგადო ინტერესებზე მეფობს. ჩემთვის ნოტრ-დამი უნიკალური ეკლესია და საფრანგეთის მარადიული სიმბოლოა.”
ლუი ვიტონზე და სელინზე საუბრისას განაცხადა:
“ბრენდმა პირველად მოიტანა 10 მილიარდ ევროზე მეტი მოგება.” ვიტონის მამაკაცის ხაზში ვირჯილ აბლოს მისვლაზე კი თქვა: “თითქმის ყველა პროდუქტი, რაც მან შექმნა, დიდი რაოდენობით გაიყიდა. მისი პროდუქტები Romanée Conti-ს ბოთლებივით იყიდება, თუმცა ჩვენი ხარისხით. ინტერნეტში კი გაცილებით მეტი იყიდება რამდენიმე საათში. ეს ჩვენი მიზანი არ არის, თუმცა ამ უნიკალური ნაწარმის წარმატებას აჩვენებს! კიდევ ერთი.მნიშვნელოვანი მოვლენა ედი სლიმანის გამოჩენაა. დიდი წარმატება მოიტანა, ის გასაოცარი ხელოვანია, რომელმაც დიორის კაცის ხაზში მსოფლიო წარმატებას მიაღწია. მისი უახლესი შოუ Place de la Concorde-ში სენსაციური იყო. პროდუქტების სია უკვე მზად არის და, იმედი გვაქვს, შევძლებთ საკმარისი რაოდენობის პროდუქტის შექმნას.”
შავ მარკეტეტზე საუბრისას:
“ბევრი ვიშრომეთ, რომ პოლიციას შეეჩერებინა ფაქტობრივად ტერორისტების მიერ დაფინანსებული ეს ბიზნესი. ეს ყველა ფრანგულ და ევროპულ ბრენდს აზიანებს. მოვითხოვეთ, რომ საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროებზე შეეჩერებინა ეს ვაჭრობა. დააკავეს ხალხი, რომელთაც ზურგჩანთები სავსე ქონდათ ყალბი პროდუქტებით, თუმცა რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. პოლიციამ ყალბი პროდუქტი ჩამოართვა და მათ გაყიდვას ვეღარ შეძლებენ, თუმცა იტალიის საზღვრის გადაკვეთისას ვხედავთ რომ ეს ყალბი პროდუქტი იყიდება, რადგან იტალიის მთავრობა ვერ დავითანხმეთ, იგივე გააკეთოს.”

“მთავარი სიტყვა ჩვენს ჯგუფში არის სურვილი და ‘როგორ ქმნი სურვილს?’ ძალიან ოპტიმისტი ადამიანი ვარ, თუმცა საჭიროა ვიცოდეთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ეს ეიფორიული ზრდა შეიძლება კიდევ 10 წელი გაგრძელდეს, თუმცა არა სამუდამოდ… მუდმივად ვაგრძელებთ ინვესტირებას საფრანგეთში და ყოველთვის დიდ ყურადღებას მივაქცევთ ხარისხს. შეგვიძლია უფრო სწრაფად გავზარდოთ, თუმცა არა იმდენად, რომ ამით ჩვენს პროდუქტს ხარისხი მოაკლდეს… LVMH ისევ დასახელდა საფრანგეთში ყველაზე მიმზიდველ კომპანიად! ჩვენს ჯგუფში ოჯახის ელემენტი გვაქვს – ის არ იმართება ანონიმური ჯგუფის მიერ. LVMH-ში ყველა ბრენდი ოჯახის გახდა და სწორედ ეს ოჯახის სული გვინდა შევინარჩუნოთ.”