სიახლე, რომლის შესახებაც მოდის პრესა უკვე თვეებია წერს, დღეს ოფიციალურად დადასტურდა – ირლანდიელი დიზაინერი ჯონათან ანდერსონი Dior-ის მოდის სახლს უერთდება. ბრენდის მფლობელმა, ბერნარ არნომ სიახლე დღეს დაადასტურა. ჯონათანი Dior-ის მამაკაცის ხაზის ახალ კოლექციას 2025 წლის ივნისში წარადგენს. იგი ხსენებულ პოზიციაზე ბრიტანელ დიზაინერს, კიმ ჯონსს შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ ასევე სანდო წყაროების თანახმად, ახლო მომავალში, ჯონათანი Dior-ის ქალის ხაზის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობასაც დაიკავებს, მას შემდეგ, რაც მოქმედი დიზაინერი – მარია გრაცია ქიური თავის ბოლო კოლექციას წარადგენს.
2013-2024 წლებში, ჯონათანი Loewe -ს მოდის სახლს ხელმძღვანელობდა, რომელსაც ასევე ბერნარ არნოს დაქვემდებარებში არსებული კონგლომერატი – LVMH ფლობს