ევროპის ყველაზე მდიდარი კაცის, ბერნარდ არნოს შემოსავალმა 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. არნო იმ ადამიანების სიას შეუერთდა, რომელთა შემოსავალი 100 მილიარდ დოლარს აღემატება. ამ სიაში აქამდე მხოლოდ ორი ადამიანი იყო: ამაზონის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ბეზოსი და მაიკროსოფტის – ბილ გეიტსი.
ბლუმბერგის მილიარდელების ინდექსის თანახმად, ფრანგი მაგნატის შემოსავალი ამ წელს დაახლოებით 32 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ბერნარდ არნო ფრანგული კონგლომერატის LVMH-ის დამფუძნებელი და თავჯდომარეა. ის ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დიორი, ლუი ვიტონი, ჟივანში, სელინი, ლუევე.
არნო 6$ მილიარდით ჩამორჩება ბილ გეითს, ხოლო 19$ მილიარდით მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანს, ჯეფ ბეზოსს.