სამკაულების ლეგენდარულმა ბრენდმა Swarovski-მ საშობაო კამპანია გაავრცელა, რომლის სახეც ბელა ჰადიდია. ტოპ მოდელი კამპანიისთვის ცნობილმა ფოტოგრაფებმა მერთმა და მარკუსმა გადაიღეს.



სამოსი კრისტიან ქოუენმა შექმნა, ხოლო გადაღების სტილისტი კარლოს ნაზარიოა. ნაზარიო მუშაობდა ისეთი ბრენდების გადაღებებზე, როგორებიცაა: Lanvin, Hood by Air და Ambush.


სვაროვსკის ახალი გენერალური დირექტორიც ჰყავს – ალესის ნასარდი. ბრენდის 127 წლიან ისტორიაში, პირველად, ის არ არის სვაროვსკის ოჯახის წევრი. შეგახსენებთ, რომ 17 წლიანი Procter & Gamble-ის მმართველობის შემდეგ, ბრენდი შარშან LVMH-მა შეისყიდა. სწორედ მას შემდეგ დაინიშნა ახალი გენერალური დირექტორი. ალესის ნასარდი აღნიშნავს, რომ “Swarovski მხიარულებაზე, საკუთარი თავის გამოხატვაზე აწყობილი ბრენდია. ლაქშერი ყოველთვის სერიოზული არ უნდა იყოს.”