თანამედროვე სამოდელო ინდუსტრიის წამყვანმა სახემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტრაქტი გააფორმა. ბელა ჰადიდი Swarovski-ს ახალ სახედ დასახელდა. “სვაროვსკი მარადიული და საკულტო ბრენდია. ძალიან მომწონს ახალი კოლექციები და მიმართულება ჯოვანა ენგელბერტის შემოქმედებითი ხედვით.” – აღნიშნა ჰადიდმა.

კამპანია მერთ ალასმა და მარკუს პიგოთმა გადაიღეს