სტელა მაკარტნი და ქრისტოფერ რეიბარნი იმ ათ ბრენდს შორის დასახელდნენ, რომლებსაც CO10 Leadership Award გადაეცემათ
ბრძოლა გლობალურ დათბობასთან და ეკოლოგიურ პრობლემებთან გრძელდება. მოდის ინდუსტრია დიდ ზიანს აყენებს გარემოს- მოდის გამო ყოველ წელს 92 მილიონი ტონა მყარი ნარჩენი ხვდება ნაგავსაყრელზე. ამის საწინააღმდეგოდ რამდენიმე ბრენდმა უკვე გადადგა ნაბიჯი. ნაიკი, H&M, ბარბერი და გეპი ის ბრენდებია, რომლებმაც ცოტახნის წინ მოაწერეს ხელი, რომ გამოყენებულ მატერიალებსა და პროდუქტებს გადაამუშავებენ ხელმეორედ გამოსაყენებლად. Common Objective 10 ბრენდს აჯილდოვებს, რომლებმაც ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება პრიორიტეტად მიიჩნიეს. ეს ბრენდებია: Stella McCartney, Christopher Raeburn, Osklen, Indigenous, Outland Denim, Mayamiko, Sonica Sarna Design, Ethical Apparel Africa და The Rajlakshmi Cotton Mills. ეს ბრენდები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა: ბრენდის მისია, ბიზნეს მოდელი, პროდუქტები და მომსახურება, გავლენა, მდგრადობის შენარჩუნების გეგმა და კომუნიკაციების სტრატეგია. ამ კრიტერიუმების გარდა, ბრენდებს გამოცდილი ჟიური არჩევდა, როგორებიც არიან: ვივიენ ვესტვუდი, ქეროლაინ რაში, როლან მუღე, დილან ჯონსი და ქერინგისა და Farfetch-ის წარმომადგენლები.
ბარბერი 2025 წლისთვის პლასტმასის მოხმარებიდან ამოღებას გეგმავს
პლასტმასი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა ჩვენი პლანეტისთვის. ყოველ წელს, ძალიან ბევრი პლასტმასი ხვდება ნაგავსაყრელზე, რომელთა 50% მხოლოდ ერთხელ არის გამოყენებული, რის შედეგადაც გამოიყოფა სათბურის გაზები ან პლასტმასი ხვდება ოკეანეში და ნაგვის მოცურავე კუნძულად იქცევა.
წინა წელს, ბარბერიმ, სტელა მაკარტნიმ და H&M-მა New Plastics Economy Global Commitment-თან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ამ ორგანიზაციის მისია დანახარჯის შემცირებაა. გაერთიანების ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ 2025 წლისთვის ბრენდების შეფუთვები გადამუშავებადი გახდება. დროის ამ პერიოდში, ბარბერი გეგმავს მისი ყოველი შეფუთვა ბიოპლასტიკითა და ხელმეორედ გამოყენებადი ჩანთებით ჩაანაცვლოს და ბრიტანეთში წამოიწყოს პროგრამა ტანსაცმლის პლასტიკური ჩამოსაკიდებლების გადასამუშავებლად. თავიანთი ჩანტებიდან პლასტმასის ლამინირების მოშორებით, ბარბერი წერტილს უსვამს 20 ტონა პლასტმასის წარმოებას.
კაილი ჯენერი ადიდასის ახალ კოლექციას უშვებს, რომელიც მისი ხაზით- Lip Kit-ით არის შთაგონებული
კაილი ჯენერი, ახლა უკვე ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, მხოლოდ თავის კოსმეტიკურ ბრენდზე კონცენტრაციას არ აპირებს.
კაილიმ ადიდასთან წინა წელს ითანამშრომლა, ახლა კი თავის კოლექციასაც წარადგენს, რომელსაც ”გამოამჟღავნე შენი ხმა უწოდა”. კოლექცია მოიცავს სპორტულებს, სვიტრებს, ზედებს, კოლგოტებს, ქვედაბოლოებსა და ბოტასებს.
”ყოველთვის ვითვალისწინებ მაკიაჟს ტანსაცმლის შერჩევისას. ჯერ ტანსაცმელს ვარჩევ, შემდეგ მაკიაჟს, ამიტომ მაკიაჟი უფრო აქსესუარივითაა”- კაილ ჯენერი
გოშა რუბჩინსკი თავისი ბრენდის GR-Uniforma-ს პირველ კოლექციას ავრცელებს
რუბჩინსკიმ თავისი GR-Uniforma პროექტის პიველი ლუქი მარტის დასაწყისში გაავრცელა, ახლა კი დავერ სთრით მარკეტი კიდევ რამდენიმე ფოტოს გვთავაზობს პროექტიდან, რომელსაც გოშამ ”GRUPPA” უწოდა.
თუ დავერ სთრით მარკეტს დავუჯერებთ, გოშა ამ პროექტზზე ივნისიდან მუშაობდა. კოლექცია მოიცავს სხვადასხვა სტილის ჟაკეტებს, ზედებს, სვტირებსა და ა.შ. WWD -მ განაცხადა, რომ GR-Uniforma ძირითადად კონცენტრირდება უნიფორმებზე, საზოგადოებაზე, ხალხზე შენი სამყაროდან. ახალ კოლექციასთან დაკავშირებული დეტალები ბრენდის ინსტაგრამზე გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ გოშას საკუთარი ბრენდი ჰქონდა, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე დახურა, რადგან, როგორც განაცხადა, ყოველი სეზონისთვის კოლექციების შექმნამ დაღალა, მაგრამ ახალი პროექტები დაანონსა.
ანა ვინტური მილანისა და პარიზის მოდის კვირეულს მიმოიხილავს
მოდის 1 თვიანი მარათონის შემდეგ, ანა ვინტური მის ფავორიტ ჩვენებებსა და ახალ ტრენდებზე საუბრობს.
განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სტელა მაკარტნის მისი ეკო-აქტივიზმისტვის: ”ეს ის პრობლემაა, რომელსაც სტელა 10, 15 , 20 წლის განმავლობაში ებრძოდა და მსოფლიოს ყურადღებაც მიიპყრო”
ვინტურმა ახალგაზრდა ნიჭიერ დიზაინერებზეც ისაუბრა, რომელიც მოდას მომავალში გაუძღვებიან: დენიელ ლი ბოთეგა ვენეტაში, ენტონი ვაკარელო სან ლორანში, ჯონათან ანდერსონი ლუევესა და თავის ბრენდში. ანამ ნიკოლა ჟესქიერი და ჯონ გალიანოც ახსენა, დიზაინერები, რომლებიც ყოველჯერზე განსხვავებულად გვთავაზობენ, თუ რა არის შოუ და როგორი შეიძლება იყოს ტანსაცმელი. ანამ ასევე ლაგერფელზეც ისაუბრა. შეგახსენებთ დიზაინერი 2019 წლის 19 თებერვალს გარდაიცვალა.