ერთი კვირის წინ ბალენსიაგამ ახალი სარეკლამო კამპანია გაავრცელა. რეკლამაში 20 – ზე მეტი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი მონაწილეობს, მათ საერთო ბალენსიაგას პოდიუმი აქვთ. ფოტოები მაროკოში და ლანცაროტეში გადაიღეს. ფოტოგრაფი ფრანგი ხელოვანი ჟან-პიერ ატალი გახლავთ. ბალენსიაგა 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ჟან-პიერ ატალისთვის პირველი მოდური პროექტია. ხელოვანი ბალენსიაგას ახალ კამპანიაში თავის 2012 წლის სოციოლოგიური კვლევის პროექტს ეხმაურება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დემნამ სწორედ ამ პროექტის ხილვის შემდეგ გადაწყვიტა ატალისთან მუშაობა. სიახლეს არავისთვის წარმოადგენს გვასალიას ინტერესი და სიყვარული სოციოლოგიური თემების მიმართ.
ბალენსიაგას ინსტაგრამი ყოველთვის გვაფიქრებინებდა, რომ დემნა გვასალიას უყვარს ხელოვნური ეფექტის მქონე ფოტოები. ახალ კამპანია გვარწმუნებს, რომ ეს მართლაც ასეა. ფოტოების ხილვისას გვიჩნდება შეგრძნება, რომ სტუდიაში მწვანე ფონის წინ გადაიღეს.
საინტერესო სიახლე ლოტა ვოლკოვას „დაბრუნებაა“. რამდენიმე სეზონის შემდეგ, ახალი კამპანიის სტილისტი ლოტა გახლავთ.





ფოტოებთან ერთად გავრცელდა ვიდეოც, რომელიც ასევე ჟან-პიერის გადაღებულია. ვიდეოს და სურათებს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა.