ბალენსიაგას ყოფილი შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ჟოზეფ ტიმისტერი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიზაინერი დეპრესიას წლების განმავლობაში ებრძოდა.
ჰოლანდიელი კუტიურიე ბალენსიაგას 1992-1997 წლებში ხელმძღვანელობდა, სანამ ნიკოლა ჟესქიერი შეცვლიდა. ბალენსიაგადან წამოსვლის შემდეგ, ტიმისტერმა საკუთარი ბრენდი შექმნა, რომელიც 2010 წლამდე ფუნქციონირებდა. 2010 წელს ბრენდმა ინვესტიციების ნაკლებობით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო არსებობა შეწყვიტა.
ბალენსიაგა გაზაფხული/ზაფხული 1995 – შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ჟოზეფ ტიმისტერი, პარიზის მოდის კვირეული.

ჟოზეფი, როგორც ბალენსიაგას მოქმედი შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა გვასალია, ანტვერპენის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული იყო.