რამდენიმე საათის წინ, ინტერნეტში გავრცელდა კადრები პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმიდან, „ადამიანის ხმა“, რომელშიც მთავარ როლს ტილდა სუინტონი ასრულებს. სუინტონი ფილმში დემნა გვასალიას ბალენსიაგასთვის შექმნილი ახალი კოლექციებით არის შემოსილი.

2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენების ფინალში წარმოდგენილი წითელი, შავი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი კაბები ბალენსიაგას შოუს კულმინაცია იყო. აგრეთვე – მანიშნებელი, რომ ბრენდი ოტ კუტიურში დაბრუნებას გეგმავდა.

მოსალოდნელი იყო, რომ ბალენსიაგა, ისეთ მნიშვნელოვან სიახლეს, როგორიც 1968 წლის შემდეგ, პირველად, Haute Couture -ში დაბრუნებაა, მხოლოდ ვოგის ფურცლებით არ გაუზიარებდა საზოგადოებას. 2021 წლის იანვარში ბალენსიაგას ოტ კუტიური უნდა იყოს ყველაზე განხილვადი მოდური მოვლენა, რისთვისაც დემნა გვასალია და სედრიქ შაღბი რესურსებს არ დაიშურებენ.


ბალენსიაგა გაზაფხული/ზაფხული 2020
პარიზის მოდის კვირეული
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: დემნა გვასალია

ბალენსიაგას 2020 წლის Resort კოლექცია / ტილდა ფილმში „ადამიანის ხმა“

ბალენსიაგა შემოდგომა 2019-ის კოლექცია / ტილდა ფილმში „ადამიანის ხმა“


ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე იგეგმება.