New York Post, Vanity Fair, TMZ, Los Angeles Times – ეს იმ გამოცემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ავრცელებენ სიახლეს იმის შესახებ, რომ ამერიკელმა რეპერმა, ქანიე ვესტმა ჯონი დეპის იურიდიული გუნდი დაიქირავა, მათ შორის არის კამილა ვასკესი. კამილა საზოგადოებამ დეპის და ემბერ ჰერდის გახმაურებული სასამართლო პროცესების შემდეგ გაიცნო. ის მოკლე დროში იქცა ნამდვილ ვარსკვლავად.

როგორც ვკითხულობთ, ქანიემ ახალი გუნდი თავისი ბიზნეს ინტერესების დასაცავად დაიქირავა. სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ფრანგული მოდის სახლი – ბალენსიაგა ვესტთან ყველანაირ თანამშრომლობას წყვეტს.

კამილა ვასკესი

შეგახსენებთ, რომ ბალენსიაგას 2023 წლის ზაფხულის ჩვენება ქანიე ვესტმა გახსნა, თუმცა რეპერის მიერ ბოლოდროინდელი საკამათო განცხადებების შემდეგ, ფრანგულმა მოდის სახლმა ვესტის ფოტოები წაშალა და მასთან თანამშრომლობის შეჩერება გადაწყვიტა.