Balenciaga – ს მაღაზიაში ქართველი მოდელის, ანა გავას ცვილის მანეკენი დადგეს. მას შემდეგ, რაც ფრანგული მოდის სახლის შემოქმედებით დირექტორად ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია დაინიშნა, ბრენდში ცვლილებები დაიწყო. გვასალიას განსხვავებული ხედვა შეეხო მაღაზიების ინტერიერის დიზაინსაც. საწყობის კონცეფციის მაღაზიებში კოლექციებს ბალენსიაგას გამორჩეული მოდელების რეალისტური მანეკენები წარადგენენ.

მიუხედავად იმისა, რომ გვასალიას დანიშვნის შემდეგ, ფრანგული ბრენდის პოდიუმზე არაერთი ქართველი მოდელი ვიხილეთ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Balenciaga – მ ქართველი მოდელის ცვილის ფიგურა შექმნა.

ანა გავა ბალენსიაგას ჩვენებაზე პირველად 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე გამოვიდა, რასაც მოჰყვა 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუც.